საქართველოს უმსხვილესი კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადადის

© photo: Sputnik / Stringer რესპუბლიკური საავადმყოფო
 რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 ივნისიდან თბილისში მდებარე ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და ჩვეულებრივი პაციენტების მიღებას დაიწყებს.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 15 ივნისს დაუბრუნდება.

როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი. ორი მათგანი კლინიკას ამ დღეებში დატოვებს.

ჩაიშლება თუ არა საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებული გეგმები >>

მან განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ნორმალურ რეჟიმს 15 ივნისიდან დაუბრუნდება – გაიხსნება გადაუდებელი დახმარების განყოფილება და ამბულატორია. გოფოძის თქმით, ეს შესაძლებელი გახდა, რადგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვმა ინფიცირებულების რაოდენობას გადააჭარბა.

„სულ სამი პაციენტი დაგვრჩა. ვფიქრობთ, რომ აქედან კიდევ ორი 15 ივნისამდე დატოვებს ჩვენს კლინიკას. ერთი პაციენტი შეიძლება დარჩეს, მაგრამ იგი სრულად იქნება იზოლირებული ბოქსში. ახლა უკვე დაიწყო ჩვენთან დასუფთავება, დალაგება, დეზინფიცირების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ვიდრე სრულად არ დასრულდება, კლინიკას არ გავხსნით. თუმცაღა, ვფიქრობთ, რომ დარჩენილი კვირის დღეებში ამას მოვასწრებთ და ორშაბათს მზად ვიქნებით, მივიღოთ პაციენტები“, – განაცხადა დირექტორმა.
კლინიკა - Sputnik საქართველო
კორონავირუსი ბოჭორიშვილის კლინიკის სამ თანამშრომელს დაუდგინდა: ვინ არის ინფიცირების წყარო

ჩვეულ რეჟიმში გადასვლის შემდეგ ცხელების მქონე პაციენტებს ისევ მიიღებენ საავადმყოფოში, მაგრამ მათთვის ცალკე სივრცე იქნება, სადაც მათზე დაკვირვება მოხდება, საჭიროების შემთხვევაში – PCR–დიაგნოსტირება. თუ ვინმეს COVID-19 დაუდასტურდა, მას სხვაგან უმკურნალებენ, განმარტა გოფოძემ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 686 ადამიანი, 13 გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 2 902 პირი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ - 249.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0