ჩაიშლება თუ არა საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებული გეგმები

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები აბანოთუბანში
ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა მთავრობის წევრებს ადგილობრივი ტურიზმის მხარდასაჭერად შვებულებების საქართველოში გატარებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ტურიზმთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დავასრულეთ, ეპიდემიური ვითარება მოულოდნელად გაუარესდა. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს უსაფრთხოების კუთხით, ჩვენმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ მოვიცადოთ გარკვეული დროის განმავლობაში, შევხედოთ, როგორი იქნება ციფრები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ადგილობრივები და ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
უცხოელი ტურისტები საქართველოს ვერ შეელევიან – თურნავა

მთავრობამ უფრო ადრე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს წარმოადგენს – როგორც „უსაფრთხო ტურიზმის“ ქვეყანას. საქართველოში 15 ივნისიდან იხსნება შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა უცხოელ მოგზაურებს მიიღებს. ჩამომსვლელებისთვის უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი ამოქმედდება, ხოლო მთელი ტურისტული სფეროსთვის დიდი რაოდენობით ახალი წესები შემუშავდა.

პრემიერის განცხადებით, გადადგმული ნაბიჯები როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით, ისე ეკონომიკური ანტიკრიზისული აღდგენის პირობებში ძალზე გონივრული, ფრთხილი უნდა იყოს და ეკონომიკის შესაბამისად გაიზომოს.

„მოგეხსენებათ, საქართველო ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის მართვის თვალსაზრისით, ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად გამოაცხადა, თუმცა მთავრობა ამავდროულად აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც თითქმის დასრულდა მოლაპარაკებები, ეპიდემიური ვითარება მოულოდნელად გაუარესდა.

გაზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
ტურიზმის გამოწვევები: როდის და საიდან უნდა ელოდოს ტურისტებს საქართველო

„კოლეგებმა გვითხრეს, ცოტა ხნით დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი იქნება ციფრები. ბევრი საუბარია მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში გამოჩენაზე. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გაზომილი, ჩვენ ეკონომიკასთან შესაბამისობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ მთავრობის წევრებს ურჩია, საქართველოში იმოგზაურონ და დაისვენონ, რადგან ეს ეკონომიკისთვის დიდი მხარდაჭერა იქნება.

„ახლა ისეთი სეზონია, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქართულ ტურიზმს. თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ, ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა დღეს, ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

სიხარულით, მაგრამ პირბადეებით – რა წესების დაცვა მოუწევთ სასტუმროებსა და მათ სტუმრებს>>

პრემიერის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათ შემოსავლებზე ზრუნვა, ასევე ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკების ზომიერი მართვაა.

ყველა ახალი ამბავი
0