თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ახალი კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა და უბედური შემთხვევის შედეგად გავრცელდა, აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის, MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელი რიჩარდ დირლავი Telegraph-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
Coronavirus began 'as an accident' in Chinese lab - X-MI6 boss Dearlove, citing "a scientific paper... by a Norwegian-British research team who claim to have discovered clues within Covid-19's genetic sequence suggesting key elements were "inserted" https://t.co/dYG9caYwRn
— Bill Bishop (@niubi) June 4, 2020
დირლავის თქმით, ის გაეცნო ახალ „მნიშვნელოვან“ სამეცნიერო კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ ვირუსი ხელოვნურად შექმნეს ჩინელმა სწავლულებმა.
მისი განმარტებით, საუბარია ბრიტანელი და ნორვეგიელი მეცნიერების, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის ანგუს დალგლიშისა და ნორვეგიელი ვირუსოლოგის ბირგერ სორენსენის სამეცნიერო სტატიაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა.
„ვფიქრობ, რომ [ეპიდემია] დაიწყო როგორც უბედური შემთხვევა. ჩნდება კითხვა: თუ ჩინეთი ოდესმე აღიარებს თავის პასუხისმგებლობას, გადაიხდის თუ არა ის კომპენსაციას? ჩემი აზრით, ეს აიძულებს მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას, გადახედოს ჩინეთთან ურთიერთობებს“, — აღნიშნა დაზვერვის ყოფილმა შეფმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მანამდე უკვე დაემუქრა ჩინეთს სასტიკი სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პანდემიის გამომწვევი ვირუსი მართლაც ხელოვნურად შეიქმნა უჰანის ლაბორატორიაში, ხოლო ჩინეთის ხელისუფლებამ შეგნებულად გაავრცელა ის მსოფლიოში.
კაცობრიობა ამგვარ ცოდნას არ ფლობს: უჰანის ლაბორატორიის დირექტორი ბრალდებებს პასუხობს>>
ჩინეთმა, თავის მხრივ, არაერთხელ უარყო აღნიშნული ბრალდება და განაცხადა, რომ უჰანის ლაბორატორიიდან არანაირი ვირუსი არ „გაქცეულა“.