მოსალოდნელია მოდერნიზებული „ისპანკის“ აფეთქება: მეცნიერი უმძიმეს პანდემიას პროგნოზირებს

© photo: Sputnik / Tatiana Makeeva / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელ სწავლულს მიაჩნია, რომ კორონავირუსული პანდემია მხოლოდ „მსუბუქი რეპეტიციაა იმ კოშმარისა“, რომელიც აუცილებლად დაიწყება.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ამჟამინდელი COVID-19 მხოლოდ მსუბუქი რეპეტიციაა ნამდვილი კოშმარისა, რომელიც, დღეს თუ არა, ხვალ მაინც დადგება, აცხადებს ამერიკელი დოქტორი მაიკლ გრეგერი, რომლის მოსაზრებებსაც აქვეყნებს გამოცემა Daily Mail

მყინვარების დნობა გრენლანდიაში - Sputnik საქართველო
კაცობრიობას უცნობი ვირუსები ემუქრება: მყინვარების დნობის საფრთხე

გრეგერის თქმით, კაცობრიობას მოდერნიზებული „ისპანკის“ აფეთქება ემუქრება — ვირუსისა, რომლითაც 1918 წელს 500 მლნ ადამიანი დაინფიცირდა და საშუალოდ 50 მლნ დაიღუპა მთელ მსოფლიოში. ზოგი მონაცემით, „ისპანკით“ გარდაცვლილთა რაოდენობა 100 მილიონსაც კი აღწევდა.

მაიკლ გრეგერი ირწმუნება, რომ „აპოკალიფსს“ გამოიწვევს H5N1 – ფრინველის გრიპის შედარებით ახალი შტამი, რომლის მატარებლებიც ძირითადად ქათმები არიან.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში უამრავი რაოდენობის ქათამი არსებობს, და ამასთან ერთად ადამიანების მიერ მოხმარებული ქათმის ხორცის რაოდენობა მილიარდობით ტონას აღწევს, კატასტროფული მუტაციები გარდაუვალია.

Daily Mail წერს, რომ მაიკლ გრეგერმა უკვე გამოსცა 500-გვერდიანი წიგნი, რომელშიც შესულია მისი საშინელი პროგნოზის დამადასტურებელი სამეცნიერო კვლევების 3 ათასი ბმული. 

თუთიყუში - Sputnik საქართველო
ფრინველის COVID-19? ავსტრალიაში უცნობი ვირუსი მასიურად ხოცავს ჩიტებს

სპეციალისტის კომენტარი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ვირუსოლოგი ანატოლი ალშტეინი ამბობს, რომ „ისპანკის“ მსგავსად მომაკვდინებელი ფრინველის გრიპის პანდემიის გაჩენის შანსი თეორიულად არსებობს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ეს ნამდვილად მოხდება, შეუძლებელია.

„ვირუსის ევოლუციური სტრატეგია იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მოკლას, არამედ იმაში, რომ მოძებნოს ისეთი გარემო, რომელშიც მარტივად გამრავლდება. ვირუსს არ აქვს ადამიანებში დამკვიდრების მიზანი და ის რთულად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ამ ვირუსით ძირითადად ფრინველები ავადმყოფობენ“, — განმარტა ვირუსოლოგმა.

მისი თქმით, ფრინველის გრიპის ახალი აფეთქებები ნამდვილად ხდება, რასაც დასაწყისში შესაძლოა ძალიან აგრესიული ხასიათიც ჰქონდეს. მაგრამ შემდეგ ვირუსი ადამიანთან შედარებით მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ იწყებს მუტაციას და საფრთხე იკლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0