თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ავსტრალიაში უამრავი ლორიკეტი (თუთიყუშის სახეობა) დაიღუპა უცნობი ვირუსის გამო, რომელიც ფრინველებს ფილტვებს უზიანებს და ამასთანავე დამბლას იწვევს, იუწყება Ordo News.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უცნობი დაავადება თუთიყუშებს მას შემდეგ ემართებათ, რაც დიდ გუნდებად იყრიან თავს.
In Australia, an unknown virus kills birds https://t.co/1Kw6LhFKlD pic.twitter.com/eZo3qeFifx
— Ordo News (@OrdoNews) May 3, 2020
ირკვევა, რომ ფრინველები სწრაფად პარალიზდებიან, იგუდებიან და მიწაზე ცვივიან, საბოლოოდ კი ან მტაცებლების ლუკმა ხდებიან, ან თავისთავად იღუპებიან.
ხელისუფლების ორგანოებმა ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვეს, არ გამოეკვებათ ლორიტეკები, ვინაიდან „ეს მნიშვნელოვნად აჩქარებს ვირუსის გავრცელებას“.
პროფესორი დერილ ჯონსი ამბობს, რომ დაავადება გარკვეულწილად ჩამოჰგავს კორონავირუსს, ვინაიდან მის მსგავსად ვრცელდება. ამასთან აღინიშნება, რომ მეცნიერებმა ძალიან ცოტა იციან ახალი ვირუსის შესახებ.
ზოგი სპეციალისტის ვარაუდით, ფრინველების დაღუპვის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს უცხო მცენარეების მუტაცია, რასაც განსხვავებულ კლიმატურ პირობებში მოხვედრა განაპირობებს. დერილ ჯონსის თქმით, ასეთი შესაძლოა იყოს აფრიკული ტიტის ხე.