ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა გემების წვრთნები: რუსეთი შავ ზღვაზე

© photo: Sputnik / Алексей Дружинин / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის შვი ზღვის ფლოტი სწავლებაზე
რუსეთის შვი ზღვის ფლოტი სწავლებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებული ძალები საიმედოდ აკონტროლებენ შავ ზღვას - ეს რეგიონში სტაბილურობის გარანტი და აშშ-ისა და მის მოკავშირეთა აქტიურობაზე კანონზომიერი პასუხია

ალექსანდრ ხროლენკო

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ორი შორი მანძილის ბომბდამშენი სარაკეტო აპარატი ტუ-22М3 19 მაისს შავი ზღვის ნეიტრალური წყლების საჰაერო სივრცეში, დაახლოებით 4500 კმ მანძილზე, ხუთი საათის განმავლობაში გეგმურ ფრენას ასრულებდა. მარშრუტის ცალკეულ მონაკვეთებზე სარაკეტო საფრენ აპარატებს აცილებდნენ სამხრეთის სამხედრო ოლქის გამანადგურებლები. ნატოს წევრი ქვეყნების თვითმფრინავები ნეიტრალურ წყლების საჰაერო სივრცეში ამ პერიოდში არ გამოჩენილან. 

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ლიდერები  - Sputnik საქართველო
სტანისლავ ზასი: ნატოსა და CSTO-ს შორის სამხედრო კონფლიქტის საფრთხე არ არსებობს

შორი ავიაციის რუსი მფრინავები რეგულარულად ასრულებენ ფრენებს არქტიკის, ჩრდილოეთ ატლანტიკის, წყნარი ოკეანის, ბალტიისა და შავი ზღვების საჰაერო სივრცეში - საჰაერო ტრანსპორტის გამოყენების საერთაშორისო წესების განუხრელი დაცვით. თუმცა ამ დღეს აქტიური საბრძოლო მზადება ერთდროულად მიმდინარეობდა ჰაერში, წყალზე და წყალქვეშ. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მრავალფეროვანი დაჯგუფება ასრულებდა ინტეგრირებულ ამოცანებს ერთი გეგმითა და განსაზღვრული სამიზნეებით.

შავი ზღვის ფლოტის ორმა სარაკეტო ფრეგატმა - „ადმირალმა მაკაროვმა“ და „ადმირალმა ესენმა“ - საზღვაო პოლიგონებზე 19 მაისს ჩაატარა გემების კომპლექსური სწავლება, შეასრულა ერთობლივი და ინდივიდუალური ამოცანები. მცირე ზომის ნავსაწინააღმდეგო გემების - „მურომეცისა“ და „ეისკის“ - ეკიპაჟებმა დაამუშავეს პირობითი მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავის ძებნისა და თვალთვალის ოპერაცია. ნავსაწინააღმდეგო გემების მოწინააღმდეგის როლი შეასრულა წყალქვეშა ნავმა „კოლპინომ“. შავი ზღვის ფლოტის საზღვაო პოლიგონებზე იმყოფებოდა ასევე 636.3 პროექტის მეორე წყალქვეშა ნავი „კალიბრის“ ფრთიანი რაკეტებით გემზე - „დონის როსტოვზე“. ეს წყალქვეშა ნავი იმითაა ცნობილი, რომ პირველმა მიაყენა სარაკეტო დარტყმა ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების სამეთაურო საგუშაგოებს სირიაში ხმელთაშუა ზღვის აკვატორიიდან და გაანადგურა სამიზნეები.

ძალები და საშუალებები

შავ ზღვასა და მის საჰაერო სივრცეში 19 მაისს რუსეთის ავიაციისა და ფლოტის მეტად საინტერესო ჯგუფი შეიკრიბა, რომელმაც საბრძოლო მოქმედების ბრწყინვალე ტაქტიკის დემონსტრირება მოახდინა და აშკარად დაჯაბნა რეგიონული მეზობლებისა და ოკეანის გაღმა დაუპატიჟებელი სტუმრების სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების მრავალფეროვნება. განვიხილოთ ძირითადი თავისებურებები. 

Су-35 - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რას ეძებენ ამერიკელები? რუსულმა Су-35-მა აშშ-ის მზვერავი-თვითმფრინავი ჩაიჭირა

შავი ზღვის ჰორიზონტზე პერიოდულად გამოჩენილი ნატოს გემებისა და მზვერავი-თვითმფრინავებისგან (ბომბდამშენებისგან) განსხვავებით, რუსეთის საბრძოლო მომზადების გეგმა მოიცავს ყველაფრის ინტეგრირებულ მუშაობას ერთბაშად, თვალსაჩინოდ და ეფექტურად. მის არსს წარმოადგენს სწავლების მონაწილე სპეციალისტებისა და საბრძოლო ტექნიკის ამოქმედების ტექნოლოგიური დონე და ოპერატიული ჩანაფიქრი და არა მათი რაოდენობა.

ტუ-22М3 რაკეტმზიდებმა შავი ზღვის თავზე რამდენიმე საათი იფრინეს, გადალახეს 4000-ზე მეტი კილომეტრი, თუმცა ზღვის ზედაპირი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დაახლოებით 1000 კმ-ზეა გადაჭიმული (ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ - ნაკლებია). მთელი აკვატორიის გადასაკვეთად ტუ-22М3-ის ეკიპაჟისთვის აუცილებელია 30 წუთი ანუ რაკეტმზიდებმა საბრძოლო პატრულირების რეჟიმში „დახაზეს ელიფსები“. ეს დემონსტრირება ყველასთვის გასაგებია.

შორი მრავალრეჟიმიანი ზებგერითი ბომბდამშენი-რაკეტმზიდი ტუ-22М3 იკავებს ნიშას სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკურ ავიაციას შორის და მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მისი დანიშნულებაა სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების განადგურება ფართო სპექტრის სიმაღლეებიდან მართული რაკეტებითა და საავიაციო ბომბებით, 1000-დან 2300 კმ/სთ სიჩქარის დიაპაზონში - ნებისმიერ პირობებში. მოდერნიზებულ ტუ-22М3-ს შეუძლია ოთხი X-47М2 რაკეტის (საბრძოლო ტვირთის მაქსიმალური წონა - 24 ტონა) ზიდვა. მაისის დასაწყისში ტუ-22М3-ის ბორტიდან გამოიცადა ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელიც საგანგებოდ რაკეტმზიდის მოდერნიზებული ვერსიისთვისაა შექმნილი. 

F-35 - Sputnik საქართველო
პარადოქსი $100 მილიონად: რატომ სძვრება კუდი F-35-ს ზებგერით სიჩქარეზე

არანაკლებ საინტერესოა 11356 პროექტის უახლესი სარაკეტო ფრეგატების „ადმირალ მაკაროვისა“ და „ადმირალ ესენის“ მანევრები. მათი ძირითადი შეიარაღებაა - სარაკეტო კომპლექსი „კალიბრი“ (დასაშვებია რაკეტა „ონიქსის“ გამოყენებაც). ამ ხომალდებს შეუძლიათ ზღვაზე სამიზნეების განადგურება 400 კმ-ის მანძილიდან, ხოლო სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად აღჭურვილ ЗМ-14 ფრთიან რაკეტებს - 2500 კმ მანძილიდან. საბრძოლო აღჭურვილობა და მართვის მექანიზმი გათვლილია მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდებისა და საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად, წყალქვეშა ნავების მოსაძებნად და გასანადგურებლად. ფრეგატები აღჭურვილია ასევე Ка-27 შვეულმფრენებით (საჰაერო დაზვერვა). კორპუსის კონსტრუქციაში გამოყენებულია „სტელსის“ ტექნოლოგიები რაკეტებისა და ავიაციის დარტყმებისგან ხომალდის დაცვის გასაძლიერებლად და ხილვადობის შესამცირებლად. ცურვის მანძილია 4500 კმ, ავტონომიურობა - 30 დღე-ღამე. შავი ზღვის ფლოტი დღეს ფლობს 11356 პროექტის სამ ფრეგატს. საერთო ჯამში ეყოლება ექვი (სერიის საერთო ღირებულება 80 მლრდ რუბლია). ეს გემები მშობლიურ ბაზაზე იშვიათად შედიან, პრაქტიკულად მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში არიან ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეშიც კი. 

ნატოს სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რას აკეთებენ ბარენცის ზღვაში აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო ხომალდები

19 მაისს „დონის როსტოვისა“ და „კოლპინოს“ ეკიპაჟებმა ფეხი აუწყვეს წყალზედა გემებს და მონაწილეობა მიიღეს წყალქვეშა მოწინააღმდეგის ძებნისა და აღმოჩენის ერთობლივ წვრთნაში. მესამე თაობის წყალქვეშა ნავები - „დონის როსტოვი“ და „კოლპინო“ - 636.3 პროექტის სპეციალურად შავი ზღვის ფლოტისთვის აგებული ექვსიდან მეორე და მეექვსე წყალქვეშა ნავებია. ყველა მათგანი აღჭურვილია ფრთიანი რაკეტა „კალიბრით“, 533-მმ-იანი ტორპედოს აპარატებით, ნაღმებით. სარაკეტო შეიარაღებას არაერთხელ დაუმტკიცებია საბრძოლო ეფექტურობა. მაქსიმალურად უჩინარი ზედაპირის გამო ამ პროექტის წყალქვეშა ნავებს „შავ ხვრელებს“ უწოდებენ. წყალქვეშ ჩასვლის სამუშაო სიღრმე 240 მეტრია (მაქსიმალური - 300 მ). წყალქვეშ ცურვის მანძილი - 400 მილი. წყალზედა სიჩქარე - 17 კვანძი, წყალქვეშა - 20 კვანძი. ავტონომიურობა - 45 დღე-ღამე. ეკიპაჟი - 52 ადამიანი.

ზემოთ მითითებული შეიარაღების კონფიგურაციიდან შესაძლებელია შავი ზღვის რაიონში ისეთი მოხერხებული განლაგების მოფიქრება, რომ ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეც კი გაანადგუროს. ტუ-22М3 რაკეტმზიდები, გამანადგურებელი ავიაცია, წყალზედა და წყალქვეშა გემები მოქმედებდნენ, როგორც ერთიანი ორგანიზმი. კანონზომიერად იბადება კითხვა: რისთვის ჩატარდა ეს საბრძოლო სწავლება 19 მაისს?

რუსეთის იძულებითი გაძლიერება 

„ბუმერანგი“ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რაში მდგომარეობს „ბუმერანგის“ საექსპორტო პოტენციალი

აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების მზარდი ოპერაციული აქტივობა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადეკვატურ რეაქციას იწვევს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ხომალდები რეგულარულად დაცურავენ შავ ზღვაში და ფრთიანი რაკეტების - „ტომოჰავკების“ დემონსტრირებას ეწევიან. ბულგარეთსა და რუმინეთში იქმნება სამხედრო ინფრასტრუქტურა და მატერიალური საშუალებების მარაგი, მოწინავე საკოორდინაციო ცენტრები ალიანსის ძალთა მიღებისა და მათი ოპერატიულად განთავსების ორგანიზებისთვის. ამას წინათ რუმინული საავიაციო ბაზა Câmpia Turzii აშშ-ის სტრატეგიული შემტევი შეიარაღების ბაზად გარდაიქმნა. რუსებმა ტუ-22М3 რაკეტმზიდები გადაისროლეს ყირიმში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შემტევი სისტემის რუმინეთში განთავსების საპასუხოდ.

რუსეთის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ნატოს ქვეყნებმა 2016 წლიდან გაზარდეს თავდაცვის სფეროს დაფინანსება 130 მილიარდი დოლარით, ხოლო 2024 წლისთვის აპირებენ 400 მილიარდი დოლარით მის გაზრდას. რუსი სამხედრო მეთაურობის შეფასებით, მანევრების სცენარები მიუთითებენ ალიანსის მიზანმიმართულ მზადებაზე მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის. მოსკოვი იძულებულია განსაკუთრებული ყურადღებით ადევნოს თვალი მოვლენათა განვითარებას, დაიზღვიოს თავი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის უეცარი გამწვავებისგან და გააძლიეროს ჯარი, ავიაცია და ფლოტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0