მოსაზრება: რაში მდგომარეობს „ბუმერანგის“ საექსპორტო პოტენციალი

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკში„ბუმერანგი“
„ბუმერანგი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯავშანტრანსპორტიორ „ბუმერანგის“ უნიკალური ტექნოლოგიები და საბრძოლო შესაძლებლობები რუსული იარაღის უპირატესობას ამტკიცებს თანამედროვე სამხედრო კონფლიქტებსა და საერთაშორისო ბაზარზე

ალექსანდრ ხროლენკო

კომპანია Рособоронэкспорт–მა 23 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ საზღვარგარეთულ ბაზრებზე უახლესი უნიფიცირებული საბრძოლო პლატფორმა „ბუმერანგის“ პოპულარიზაციას იწყებდა. საწარმოს გენერალური დირექტორის, ალექსანდრ მიხეევის თქმით, ექსპორტის სავარაუდო მოცულობა ახლო პერსპექტივაში ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს. ამგვარი შეფასებისთვის არსებობს საიმედო ტექნოლოგიური და მარკეტინგული საფუძვლები. მანქანისადმი ინტერესს იჩენენ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ–აღმოსავლეთა ზიისა და დსთ–ს ქვეყნები.

„ბუმერანგი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავალებითაა შექმნილი და ამიტომ საბრძოლო და საექსპლუატაციო შესაძლებლობების ნიმუშად მიიჩნევა, რომლებიც თანამედროვე და ასევე პერსპექტიული საბრძოლო მოქმედებების  პირობებს შეესაბამება. 

არმატა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ ცდიან სირიაში რუსულ ტანკ „არმატას“

„ბუმერანგის“ საბრძოლო უპირატესობის ინსტრუმენტები და ტექნოლოგიებია: მძლავრი შეიარაღების მოქნილი კონფიგურაცია, ცეცხლის მართვის ციფრული სისტემა, მრავალარხიანი ოპტიურ–ელექტრონული სამიზნე კომპლექსი ლაზერული მზომით და ბალისტიკური გამომთვლელით. მანქანას აქვს მრავალდონიანი დაცვა როგორც ცეცხლსასროლი იარაღის, ისე ნაღმებისა და საარტილერიო ნასხვრევებისგან, მათ შორის, მრავალფენიანი თანამედროვე ჯავშანი. ნაღმზე აფეთქებისას ეკიპაჟი და დესანტი მწყობრში რჩებიან. გარდა ამისა, „ბუმერანგის“ მაღალ დაცვას განაპირობებს მისი კორპუსის განსაკუთრებული ფორმა, მადეფორმირებელი შეფერილობა, მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვის სისტემები.

„ბუმერანგის“ მოდულის პლატფოემა იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას ჯავშანტრანსპორტიორების მძლავრი ხაზი, რომლებიც აღჭურვილი იქნება საომარი და მშვიდობიანი დროის შესაბამისად — როგორც სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების დროს გამოსაყენებლად, ისე ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლისთვის თუ ფრონტის წინა ხაზზე სამოქმედოდ.

„ ბუმერანგის“ საბრძოლო შესაძლებლობები

„ბუმერანგი“ პირველად 2015 წელს წარადგინეს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე. საბრძოლო შესაძლებლობებით ჯავშანმანქანა ბევრ  უცხოურ ანალოგებს სჯობნის. ახლო მომავალში ტანკ „არმატასთან“ და БМП Т-15–თან ერთად, „ბუმერანდი“ რუსეთის სახმელეთო ძალების საფუძველი გახდება.

„ბუმერანგი“ აღჭურვილია 30 მმ–ანი (ან 57 მმ) ავტომატური ქვემეხით და წყვილი 7,62 მმ ტყვიამფრქვევით, 30 მმ ავტომატური ყუმბართმტყორცნითა და 12,7 მმ ტყვიამფრქვევით „კორდი“, ასევე ორი გამშვები მოწყობილობით. შასების სიმკვრივე, სიმძლავრე და კონსტრუქცია შესაძლებელს ხდის კიდევ უფრო მძლავრი ქვემეხებისა და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების დაყენებას. 

ყველანაირ ამონდში გამოსადეგი შეიარაღების სისტემა ეკიპაჟს აძლევს შეასძლებლობას, დღითა და ღამით, ადგილიდან, მოძრაობისას თუ წყალში ცურვისას ეფექტურად გაანადგუროს მოწინააღმდეგის  ცოცხალი ძალა თუ ცეცხლის წერტილები, ჯავშნიანი თუ უჯავშნო სამიზნეები.

ჯავშანმანქანის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა ცეცხლის ხაზზე — ეს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ყველანაირად დაცვაა. ამიტომ საბრძოლო კომპლექტი და შეიარაღება იზოლირებულია დესანტისა და ეკიპაჟისგან. ზედა ნახევარსფეროში ჩაშენებული აქტიური დაცვა, მანქანას მოწინააღმდეგის ზეზუსტი ანტისატანკო რაკეტებისა და ჭურვებისგან იცავს. ასევე იცავს მაღალი მანევრირება, სისწრაფე და თავად მოდულის სქემა.

ეკონომიური და მძლავრი ძრავის წყალობით 20 ტონიანი მანქანა საათში  100 კმ სიჩქარით მოძრაობს გზატკეცილზე და 50 კმ/სთ უგზოობის პირობებში. შედარებისთვის: БТР-82А გზატკეცილზე 8-0, უგზოობის პირობებში კი 40 კმ/სთ–ს ავითარებს.

საბრძოლო მანქანის ამფიბიური თვისებები სამბალიანი ღელვის გადალახვის საშუალებას იძლევა დაახლოებით საათში 10 კმ სიჩქარით.

კონკურენტები ჩამორჩებიან 

Су-35 - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რას ეძებენ ამერიკელები? რუსულმა Су-35-მა აშშ-ის მზვერავი-თვითმფრინავი ჩაიჭირა

შეიარაღების თანამედროვე საერთაშორისო ბაზარი გადავსებულია ჯავშანმანაქანებით. იქნება ეს: ამერიკული Stryker, კანადური LAV, შვეიცარიული Piranha, ფრანგული VBCI, გერმანულ–ჰოლანდიური Boxer, ავსტრიული Pandur თუ თურქული Pars–ი. იქ ყოველწლიურად ტრიალებს მილიარდობით დოლარი. რუსეთი მანამდეც იკავებდა პირველ ადგილს ჯავშანმანქანების მიმწოდებელთა რეიტინგში. მაგალითად 2010-2017 წლებში გაიყიდა 1 206 მანქანა, რომელთა ღირებულებამ 1,483 მლრდ დოლარი შეადგინა.

„ბუმერანგი“ კი კიდევ მეტად განამტკიცებს რუსეთის პოზიციებს ბაზარზე. მაგალითად, ამერიკული ანალოგი Stryker–ი მას შეიარაღებისა და ძრავის სიმძლავრით ჩამორჩება. Stryker–ი ამერიკული კომპანია General Dynamics Land Sistems–ისა და კანადური General Motors Defence–ს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. მისი დანიშნულება მექანიზებული ბრიგადების აღჭურვა იყო, რომლებიც აშშ–ს არმიაში 2000–ანების დასაწყისში შეიქმნა. 2017 წლამდე Stryker–ები მხოლოდ 12,7 მმ ტყვიამფრქვევებით იყო აღჭურვილი და სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს მათი 30 მმ ქვემეხებით კომპლექტაცია.

„ბუმერანგის“ მართვადი შეიარაღება სულ სხვა ტექნოლოგიური დონისაა. მაგალიტად, „კორნეტს“ — მართვის ნახევრადავტომატური სისტემით, აქვს უნარი, დამოუკიდებლად უთვალთვალოს სამიზნეს და გაანადგუროს ის. ამასთან, ოპტიკური ლოკატორები შენიღბულ სამიზნეებსაც პოულობენ.

ყველა ახალი ამბავი
0