მუზეუმების საერთაშორისო დღე: საქართველოს მუზეუმები ონლაინ–ექსკურსიებზე გეპატიჟებიან

გამოწერა
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი ციფრულ ფორმატში არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებას ჩაატარებს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მუზეუმების საერთაშორისო დღეს, რომელსაც მსოფლიო 18 მაისს აღნიშნავს, საქართველოც უერთდება, მხოლოდ ინტერნეტ-სივრცეში – ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დრომდე დახურულია მუზეუმები და გალერეები.

საბედნიეროდ, ქართული მუზეუმების ნაწილი საზოგადოებას საინტერესო ვირტუალურ ექსკურსიებს სთავაზობს, მათ შორის 3D ფორმატში.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, მრავალი უცხოური მუზეუმის მსგავსად, საკუთარი ვირტუალური ვერსია შექმნა, რომლის დათვალიერებაც სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. 

ქართველი ქალი როგორც სილამაზის ეტალონი: დამტკიცებულია ისტორიით - Sputnik საქართველო
არამხოლოდ ბავშვებისთვის: შეგიძლიათ ეროვნული მუზეუმის ექსპონატები გააფერადოთ

„360-გრადუსიან ფორმატში წარმოდგენილ მუზეუმის ექსპოზიციასთან ერთად გთავაზობთ ვირტუალურ მოგზაურობას - აღმოაჩინეთ საქართველოში ნაპოვნი უნიკალური არტეფაქტები, „პირველი ევროპელები“, ქრისტიანობამდელი და შუა საუკუნეების დროინდელი ქართული ხელოვნება, კავკასიის ბიომრავალფეროვნება, ღვინის ისტორია, ქართული სამოსელი და სხვა უნიკალური კოლექციების ისტორიები“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ვირტუალურ ტურებთან ერთად ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებელს სოციალურ ქსელებში სთავაზობს სამუზეუმო კოლექციების კადრებს, არქივებს, სტატიებს და ონლაინ-ლექციებს კულტურული მემკვიდრეობის თემაზე. 

© photo: courtesy of Art Palaceხელოვნების სასახლე Art Palace
მუზეუმების საერთაშორისო დღე: საქართველოს მუზეუმები ონლაინ–ექსკურსიებზე გეპატიჟებიან - Sputnik საქართველო
ხელოვნების სასახლე Art Palace

ვირტუალურ ექსკურსიაზე დამთვალიერებელს ეპატიჟება თბილისის ხელოვნების სასახლეც. მუზეუმის საინტერესო ექსპონატების 360˚-იან ფორმატში ნახვა შეიძლება აქ. მუზეუმების დათვალიერება სრულიად უფასოა, მთავარი პირობა ინტერნეტთან წვდომაა.

სასახლეში ასევე აღნიშნავენ, რომ მუზეუმი ერთადერთია საქართველოდან, რომელიც საკუთარ კოლექციებს zoom in-სა და Art Self-ს Google-ის კულტურის ინსტიტუტის ვებ-პლატფორმაზე წარმოადგენს. 

© Sputnik / Denis Aslanov"ექსპერიმენტორიუმი" ბავშვებს იწვევს
მუზეუმების საერთაშორისო დღე: საქართველოს მუზეუმები ონლაინ–ექსკურსიებზე გეპატიჟებიან - Sputnik საქართველო
"ექსპერიმენტორიუმი" ბავშვებს იწვევს

საბავშვო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“ ბავშვებსა და მშობლებს 18 მაისს, 14:00 საათზე ონლაინ–ექსკურსიაზე Facebook Live-ის საშუალებით იწვევს.

„მოხერხებულად მოკალათდით სახლში ოჯახის წევრებთან ერთად და შემოგვიერთდით ჩვენს სოციალურ ქსელში. გაეცანით ინტერაქტიულ და შემეცნებით ექსპონატებს და დაგვისვით საინტერესო კითხვები“, – წერენ „ექსპერიმენტორიუმში“. 

ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიაში უდიდესი წიგნის მუზეუმი გაიხსნა

ვირტუალური ექსკურსიისთვის საკუთარ კარს ხსნის თბილისის წიგნის მუზეუმიც. ამიერიდან საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი წიგნების საცავის დათვალიერება 360°-იან ფორმატში იქნება შესაძლებელი.

თბილისის წიგნის მუზეუმი – ეს არის საქართველოში პირველი და სამხრეთ კავკასიაში უმსხვილესი წიგნის მუზეუმი. იგი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსშია განთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0