თბილისი, 15 მაისი — Sputnik. პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომლის ქონებაც ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს რამდენიმე წლის შემდეგ, ამერიკელი ბიზნესმენი, Amazon–ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი იქნება, ნათქვამია ბიზნესის საკონსულტაციო სერვის Comparisun–ის კვლევაში.
კომპანიის ექსპერტების მონაცემებით, ბეზოსის ლიდერობას ვერც განქორწინებისას „დაკარგული“ 38 მლრდ აკლებს რამეს და ვერც კორონავირუსის პანდემია, პირიქით. მისი კაპიტალი გასული ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 34%-იანი ტემპით იზრდება წელიწადში. პოტენციურად ამას შესაძლოა შედეგად ის მოჰყვეს, რომ უკვე 2026 წელს ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს. იმ დროისათვის ბიზნესმენი 62 წლის იქნება.
Forbes–ის რეიტინგის თანახმად, ამ დროისათვის ბეზოსის ქონება 143 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ონლაინ–გაყიდვებზე მოთხოვნილების გაზრდის გამო, მიმდინარე წელს ბიზნესმენმა თავის კაპიტალს 24 მლრდ დოლარი შემატა. 14 აპრილის მონაცემებით, ბეზოსის ქონება ერთ დღეში 6 მლრდ დოლარით გაიზარდა.
The Trillion Dollar Clubhttps://t.co/y57jc84Y9L pic.twitter.com/ctIHR6TwMa
— dada (@dadababako1966) May 15, 2020
Comparisun–ის სიის მეორე პრეტენდენტია ჩინელი დეველოპერი სიუი ცზიაინი, რომელიც ტრილიონერი 2027 წლისთვის გახდება.
ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე განთავსდა Alibaba Group–ის დამაარსებელი ჯეკ მა, რომლის კაპიტალიც ტრილიონიან ნიშნულს 2030 წელს გადალახავს.
რაც შეეხება Facebook–ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, ის სიაში მხოლოდ მეშვიდე ადგილს იკავებს, თუმცა აღინიშნება, რომ სამაგიეროდ ის ყველაზე ახალგაზრდა ტრილიონერი იქნება ისტორიაში. ექსპერტების პროგნოზით, ეს 2036 წელს მოხდება, როცა ცუკერბერგი 51 წლის იქნება.
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ დღეში 139 მლრდ დოლარი დაკარგეს>>
გარდა ამისა, Comparisun–ის სპეციალისტებმა დაასახელეს კომპანიებიც, რომელთა კაპიტალიც უახლოეს წლებში ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ Apple–სა და Microsoft–ს წარსულში უკვე გადალახული აქვთ ეს მაჩვენებელი. ხოლო 2020 წლის შედეგებით ტრილიონი დოლარი შეიძლება ღირდეს კომპანიები Goolge და Amazon–ი, Facebook–ი ზღვარს 2022 წელს გადალახავს, Berkshire Hathway და Visa — 2023–ში, Alibaba — 2024–ში, ხოლო Mastercard–ი 2025 წელს შევა ტრილიონერ კომპანიათა ჩამონათვალში.