Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი - ექიმ კომაროვსკის რჩევები

© photo: Sputnikქალი რესპირატორით
ქალი რესპირატორით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ექიმი გვირჩევს ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად და დარწმუნებულია, რომ მას სიყვარული, ღიმილი, ოპტიმიზმი და კარგი განწყობა დაამარცხებს

პოპულარული ექიმი და ბლოგერი ევგენი კომაროვსკი ჩვენს პლანეტაზე კორონავირუსის მსვლელობას აკვირდება და თავის YOUTUBE-არხზე გვაძლევს რჩევებს, როგორ გავუფრთხილდეთ თავს COVID-19-ის პანდემიის დროს.

ცხოვრება პანდემიის შემდეგ: საქართველოს მთავრობა პოსტკრიზისულ გეგმას ამზადებს >>

კომაროვსკი მიიჩნევს, რომ ადამიანს გარანტირებულ დაცვას კორონავირუსისგან მხოლოდ ძლიერი იმუნიტეტი აძლევს - მეტწილად მასზე დამოკიდებულია ასევე წარმატებული მკურნალობა.

Sputnik-საქართველომ თავი მოუყარა ექიმ კომაროვსკის პრაქტიკულ რჩევებს, მათ შორის არის რჩევები COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში.

პირველი დახმარება - თვითგადარჩენა

პოპულარული ექიმის რჩევით, იმისათვის, რომ გავაძლიეროთ იმუნიტეტი და თავიდან ავიცილოთ კორონავირუსით ინფიცირება, საკმარისია დავიცვათ რამდენიმე წესი, მათ შორის დავლიოთ ბევრი წყალი, რათა ორგანიზმიდან გამოვდევნოთ ტოქსინები და მასში ბუნებრივი პროცესები ავამოქმედოთ.

სტომატოლოგიური კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურება შეიძლება გაძვირდეს

მეორე: სახლში საჭიროა ტემპერატურის და ტენიანობის სტანდარტული პარამეტრების დაცვა, რათა არ მოხდეს ლორწოვანი გარსის გამოშრობა, ასევე მნიშვნელოვანია ვარჯიში და სწორი კვება.

კომაროვსკი გვირჩევს, რომ ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომის შემთხვევაში მოვიქცეთ ისე, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში და მივყვეთ მარტივ „თვითგადარჩენის ინსტრუქციას“.

ეს სიმპტომებია - მაღალი სიცხე, მშრალი ხველა, დისკომფორტი ყელში, სურდო ან გაჭედილი ცხვირი გამონადენის გარეშე.

„უნდა ჩათვალოთ, რომ კორონავირუსი გაქვთ. უბრალოდ ჩათვალოთ... თქვენ თვითონ გაცილებით მეტად დაეხმარებით თქვენს თავს, ვიდრე ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც, შესაძლოა, თქვენთვის არ სცალია“, - ამბობს კომაროვსკი.

რა უნდა მივირთვათ

თუ ავად გავხდით, კომაროვსკი გვირჩევს ადვილად მოსანელებელი საკვები მივიღოთ - ფაფები, დაკონსერვებული და ახალი ხილი და ტკბილეული.

„თუ არ გაქვთ მადა, ნუ ჭამთ. უნდა გესმოდეთ, რომ ახლა გჭირდებათ არა წიწიბურა, ხორცისა თუ თევზის კონსერვები, არამედ ადვილად მოსანელებელი საკვები, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით. და ამ სიტუაციაში ტკბილეული, შაქარი სრულიად ნორმალურია. მიაქციეთ ყურადღება შვრიის ფაფას, შესქელებულ რძეს, ხილს, ხილფაფებს, ბანანს, კენკრას, ნაყინს, შოკოლადს, მურაბას. ტკბილეული, მიუსლი - ეს შესანიშნავია“, - გვირჩევს ექიმი.

რა დავლიოთ

დაავადების დროს კომაროვსკი ბევრი სითხის დალევას გვირჩევს, რადგან გაუწყლოების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს პნევმონია.

„სწორად ახლა გჭირდებათ ენერგიის წყაროს შემცველი სასმელები. და ეს წყაროა ჩვეულებრივი გლუკოზა და საქაროზა. ეს მნიშვნელოვანია... სითხე უნდა იყოს ტკბილი, მით უმეტეს თუ სხვა არაფერს მიირთმევთ და მადა არ გაქვთ. საშინელ რამეს ვამბობ, მაგრამ მაინც - კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, კომპოტები, ტკბილი ჩაი, წვენები, ბურახი - ეს ყველაფერი დაშვებულია და საჭიროა. დალეული სითხის რაოდენობაც მნიშვნელოვანია. სითხის დეფიციტის დროს ფილტვებში ნახველის გამოშრობა ხდება, რაც მრავალჯერ ზრდის პნევმონიის ალბათობას“, - ამბობს ექიმი.

რა მედიკამენტები უნდა მივიღოთ

„რატომღაც ყველას სჯერა, რომ კორონავირუსის განკურნება შესაძლებელია ჯადოსნური აბებით. ის წამლებიც კი, რომლებსაც ასახელებს ტრამპი, ეს ყველაფერი ექსპერიმენტული მკურნალობაა. ამიტომ ამის იმედი ნუ გექნებათ“, - ამბობს კომაროვსკი.

ექიმი გვირჩევს ვიქონიოთ სიცხის დამწევის სახით პარაცეტამოლი და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მოზრდილმა დღე-ღამის განმავლობაში უნდა მიიღოს 1500 მგ - დღეში სამჯერ თითო 500 მგ.

ნახევარფაბრიკატების საწარმო - Sputnik საქართველო
კორონავირუსი და უმუშევრობა: რამდენი საწარმო შეამცირებს თანამშრომლებს

„მეორე პრეპარატი, რომლის ირგვლივაც ბევრი დისკუსია მიმდინარეობს, არის იბუპროფენი. დასაშვები დოზაა დღის განმავლობაში მოზრდილისთვის - 1200 მგ“, - ამბობს ექიმი.

ის ასევე გვირჩევს თბილად ჩავიცვათ და ხშირად გავანიავოთ ოთახები.

ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჰაერი მკურნალობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია - ოპტიმალური ტემპერატურა ოთხში უნდა იყოს 18-22 გრადუსი, ტენიანობა - 40-60%.

წოლითი რეჟიმი

თუ ავად გავხდით, ექიმი არ გვირჩევს წოლით რეჟიმს, რადგან დიდხანს ყოფნა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გართულებების ალბათობას ზრდის. ხოლო გართულებული სუნთქვის დროს მუცელზე ძილს გვირჩევს.

ექიმი მიიჩნევს, რომ ადამიანის ორგანიზმი უმეტეს შემთხვევებში თქვენივე მინიმალური დახმარებით მზად არის თვითონ გაუმკლავდეს მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციას, მათ შორის კორონავირუსს - თქვენ უნდა შეიქმნათ თქვენთვის ოპტიმალური პირობები.

იმ შემთხვევაში, თუ ავად გახდით, პოპულარული ბლოგერი ექიმის რჩევების სრული სია იხილეთ ვებგვერდზე.

რა სარგებლობა მოაქვს პირბადეს?

ექიმის თქმით, სამედიცინო პირბადე ჯანმრთელ ადამიანს ინფექციისგან ვერ დაიცავს, მაგრამ ბევრ ქვეყანაში გარეთ პირბადის ტარება სავალდებულოა საკანონმდებლო დონეზე. ეს იმით აიხსნება, რომ ინფექციის მატარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი არ იცის.

თუმცა, კომაროვსკის თქმით, ყველაზე ეფექტური დაცვის საშუალებაა რესპირატორი, რადგან ჰაერი, რომელსაც ჩავისუნთქავთ, სპეციალურ ფილტრს გაივლის.

„საქართველო პიკზეა“ - ამირან გამყრელიძე სიფრთხილისკენ მოუწოდებს >>

გარდა ამისა, კომაროვსკი მოუწოდებს ყველას სწორად ატაროს პირბადე.

„არ შეეხოთ მას სახეზე, არ ჩამოწიოთ ნიკაპზე“, - გვირჩევს ექიმი.

მობილურების დეზინფექცია

ეს რეალურად მნიშვნელოვანია, აცხადებს კომაროვსკი. მან აღნიშნა, რომ ყველა კვლევის თანახმად ლითონი და პლასტიკი ის ზედაპირებია, რომლებზეც ვირუსი დიდხანს ცოცხლობს.

„Apple-მა და Samsung-მა შეცვალეს თავიანთი რეკომენდაციები. თუ ადრე ისინი წერდნენ, რომ არ არის საჭირო სადეზინფექციო ხელსახოცების გამოყენება, ახლა გვეუბნებიან - გამოიყენეთ, დაამუშავეთ. თუ ტელეფონის გარეცხვა შეიძლება, გარეცხეთ საპნით, შემდეგ კი გააშრეთ. მთავარია ის, რომ ტელეფონს სჭირდება რეგულარული დეზინფექცია“, - განაცხადა ექიმმა და აღნიშნა, რომ საჭიროა ადექვატურად შეფასდეს ეს რისკ-ფაქტორი.

შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად სეირნობა

„ეს ყველაზე მთავარი კითხვაა. გპასუხობთ: შეიძლება. თუმცა, გარკვეული პირობებით. სეირნობისას არ ეკონტაქტებით სხვა ადამიანებს, ბავშვები თამაშობენ მცირე ჯგუფებით (არაუმეტეს 5 ბავშვისა) და იცავენ დისტანციას“, - წერს ექიმი კომაროვსკი Telegram-ში.

მედმუშაკი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რუსეთში 200 ათასს აჭარბებს

კომაროვსკი აღნიშნავს, რომ სუფთა ჰაერის გარეშე ბავშვები შეიძლება დაავადდნენ ბრონქიტით, ტონზილიტით, დერმატიტით, ასთმით, გამწვავებული ალერგიით და ა.შ., რაც კორონავირუსთან შედარებით გაცილებით საშიშია.

„ეს არის კერძო პირის თვალსაზრისი, რომელიც მედიცინის გარკვეულ ცოდნას, ასევე საღ აზრს ეფუძნება. თქვენს ექიმებს და ხელისუფლებას შესაძლებელია ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია და სხვა არგუმენტები“, - იუმორით აღნიშნავს ექიმი.

ჩავიტაროთ თუ არა გეგმიური აცრები

კომაროვსკი მიიჩნევს, რომ გეგმიური აცრები უნდა ჩატარდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უამრავ ადამიანთან კონტაქტს ავიცილებთ.

„საღი აზრი გვეუბნება, რომ ორი-სამი კვირით შეიძლება ავიღოთ ტაიმ-აუტი - მოვლენები ყოველდღიურად იცვლება. თუ აცრის გასაკეთებლად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ადამიანებთან კონტაქტი - მაშინ წინააღმდეგი ვარ. უნდა ხდებოდეს ასე - დაინიშნა კონკრეტული დრო, თქვენ შეუფერხებლად მიდიხართ და იტარებთ აცრას“, - ამბობს ექიმი.

სტაციონარში - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: დეტალები ახალი შემთხვევების შესახებ

მისი თქმით, წითელას აცრა კორონავირუსისგან არ იცავს, რადგან ჩინეთში ყველა აცრილია წითელაზე, მაგრამ გავრცელება მაღალი იყო.

საშიშია თუ არა ძუძუთი კვება

დღეისათვის არ არსებობს მონაცემები, რომ ვირუსი შეიძლება მოხვდეს დედის რძეში, აცხადებს კომაროვსკი.

„პირიქით, არსებობს მონაცემები, რომ დედის რძეში ვირუსი ვერ ხვდება. მაგრამ თუ მეძუძური დედა ავადაა, რისკი, რომ კვების დროს დააინფიცირებს შვილს, საკმაოდ მაღალია. ამიტომ უმჯობესია რძის გამოწველა და შეთბობა და ბავშვის ჭმევა ბოთლიდან“, - გვირჩევს ექიმი.

ექიმის რჩევით, ძუძუთი კვების დაწყება შესაძლებელია, თუ ხართ კარანტინზე, გავიდა 14 დღე და დაავადების არანაირი სიმპტომი არ გაქვთ.

უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად

კომაროვსკის მთავარი რჩევა -  კორონავირუსს, რომელიც არსად არ გაქრება, ნუ განიხილავთ როგორც რაიმე აბსტრაქტულს, როგორც ჩინეთიდან შემოგდებულ პრობლემას.

„კორონავირუსი რეალურად დარჩება ჩვენთან ერთად. ჩვენ შეიძლება ავად გავხდეთ, შეიძლება არა. თქვენ ხომ შეეჩვიეთ იმას, რომ გრიპი არის თქვენი და თქვენი ოჯახის თანმხლები პრობლემაა. სწორედ ასე უნდა შეეგუოს კაცობრიობა იმას, რომ დედამიწაზე არის კორონავირუსი. უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება“, - ამბობს ექიმი.

კომაროვსკი მიიჩნევს, რომ კორონავირუსს დაამარცხებს სიყვარული, ოპტიმიზმი და კარგი განწყობა. ასე რომ, მიჰყევით პოპულარული ექიმის რჩევებს და იყავით ჯანმრთელად.

მასალა ღია წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0