Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით ათენიდან დაბრუნდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 9,4 ათასზე მეტი მოქალაქე.

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეისით საბერძნეთიდან დღეს საქართველოში 185 მოქალაქე დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways, რომელსაც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოქალაქეების თანდათანობით ჩამოყვანის პროცესს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

სპეცრეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში  შესრულდა. ეს არის მესამე ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან. მგზავრთა შორის იყვნენ განსაკუთრებული საჭიროებების და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკო პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები და მათი თანმხლები პირები, არასრულწლოვანი და ხანდაზმული მოქალაქეები.

აღნიშნული ჩარტერული რეისით ისარგებლეს საქართველოს იმ მოქალაქეებმაც,  რომლებიც ტრანზიტულად მგზავრობდნენ საბერძნეთის გავლით და კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას. ასევე ავიარეისით სამშობლოს დაბრუნდნენ  ის მოქალაქეებიც, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების შედეგად დარჩენილი იყვნენ თავშესაფრის გარეშე.

მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

 Belavia  - Sputnik საქართველო
სპეცრეისი მინსკიდან: სამშობლოში 153 თანამემამულე დაბრუნდა

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,6 ათასზე მეტ მოქალაქეს, ხოლო საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 9,4 ათასზე მეტი მოქალაქე.

შემდეგი სპეცრეისების განრიგი:

•        ამსტერდამი–თბილისი – 7 მაისი

•        ბერლინი–თბილისი – 9 მაისი

ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.

რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.

ბილეთების ონლაინ გაყიდვა, როგორც წესი, ფრენამდე ორი დღით ადრე იწყება. ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ყველა მგზავრი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14 დღით სავალდებულო კარანტინში თავსდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0