Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სპეცრეისი მინსკიდან: სამშობლოში 153 თანამემამულე დაბრუნდა

© photo: Sputnik / Stringer Belavia
 Belavia  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი ავიარეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში 9,5 ათასამდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ავიაკომპანია „ბელავიამ“ ჩარტერული რეისით ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში 153 თანამემამულე დააბრუნა – რეისი მინსკი–თბილისი კვირას განხორციელდა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში 9,5 ათასამდე თანამემამულე დაბრუნდა

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან მოქალაქეების დაბრუნებას აგრძელებს. 4 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება 18 646 თანამემამულეს აღმოუჩინეს, 9486-მა მოქალაქემ კი დაბრუნება შეძლო.

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებულად, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში. 

ბელარუსულ ავიაკომპანია „ბელავიასთან“ საქართველოს მთავრობის მიერ დადებული შეთანხმების თანახმად, მინსკიდან თბილისში კიდევ ორი რეისი 10 და 17 მაისს განხორციელდება.

უწყების ცნობით, უახლოეს დღეებში დაგეგმილია რამდენიმე სპეცრეისი: 5 მაისი – ათენი–თბილისი, 7 მაისი – ამსტერდამი–თბილისი, 9 მაისი – ბერლინი–თბილისი. ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია  Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო. გარდა ამისა, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან შეძლებენ დაბრუნებას.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 223, გარდაიცვალა 9 პაციენტი. კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან ჩამოიყვანეს საქართველოს სამი მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0