Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში COVID-19-ის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, ქვეყნის მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება.

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის ონლაინ-კონსულტაციებს აგრძელებს, ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების ვებ-გვერდზე.

ევროპაში მყოფი საქართველოს ბევრი მოქალაქე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურებს დახმარებას სთხოვს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეებს სამედიცინო კონსულტაციის მიღებაში დაეხმაროს. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში 9,7 ათასამდე თანამემამულე დაბრუნდა

გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილის პირდაპირი ჩართვა განხორციელდა, რომელმაც ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების პირობებში მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობისა და სტრესთან გამკლავების საკითხებზე და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხა.

„ქართულ დიასპორასთან, რომელიც უცხოეთში იმყოფება, ონლაინ–რეჟიმში ჩავერთეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფსიქოლოგიური რეკომენდაციები გაგვეცა კორონავირუსის პანდემიის პრობლემებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური სირთულეების დასაძლევად“, – განაცხადა გოგოტიშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინციატივით პირველი ონლაინ-კონსულტაცია 20 მარტს გაიმართა. კორონავირუსის თემის შესახებ დღემდე სულ 9 ონლაინ-კონსულტაცია ჩატარდა.

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში. 

5 მაისის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში 9 630 თანამემამულე დაბრუნდა. რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საელჩოებმა დახმარება 18 857 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19. ჯანმომ 11 მარტს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0