Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რას წერენ ქართული გაზეთები: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა არ იქნება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადალახა თუ არა საქართველომ კორონავირუსის პიკი, როდის დასრულდება ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემია, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ და რამდენად სამართლიანადაა გადანაწილებული დახმარება - ქართულ გაზეთებში განხილვის მთავარი თემებია

მსოფლიოში კვლავ ალაპარაკდნენ ახალი კორონავირუსის მეორე ტალღაზე, მეტიც, ემზადებიან იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა მეორე ტალღას მომზადებული შეხვდეს, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

გერმანული მასმედია წერს, რომ ნატო COVID-19-ის მეორე ტალღისთვის ემზადება. ამავდროულად ექიმი ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ მეორე ტალღა საქართველოში არ არის მოსალოდნელი, რადგან ქართველი სპეციალისტები უკეთ უმკლავდებიან ახალ ვირუსს, ვიდრე სხვა, თუნდაც ევროპის ქვეყნები.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: კორონავირუსი არ გაქრება – ჩვენ მასთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება

„საქართველოში, ვფიქრობ, არ უნდა იყოს, მაგრამ ისინი (ნატოს ქვეყნები) ითვლიან თავიანთი სიტუაციიდან გამომდინარე. გარკვეულწილად ასეთი ზომები, როგორიც (გატარდა) საქართველოში, მიღებული არ ყოფილა და სავსებით შესაძლებელია, მეორე ტალღაც იყოს“, - აღნიშნა ხმალაძემ.

მისი სიტყვებით, COVID-19-ის განმეორება მოსალოდნელია, თუმცა მსოფლიო საზოგადოება მას უფრო მომზადებული შეხვდება, ვინაიდან იმ დროისთვის საჭირო წამლები გამოგონილი იქნება.

მედიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეპიდემიის პიკმა საქართველოში უკვე ჩაიარა. ამ დასკვნამდე მედიკოსები მას შემდეგ მივიდნენ, რაც მთელ ქვეყანაში ბოლო დღეებში გაფართოებული ტესტირებების ფონზე ინფიცირების ძალიან დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ პიკზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ტესტირება მხოლოდ იმ ადამიანებს ჩაუტარდათ, რომელთაც კლინიკური სიმპტომები ჰქონდათ.

მედპერსონალი - Sputnik საქართველო
„ექიმთან წასვლის მეშინია“ - თბილისელებს ახალი ფობია გაუჩნდათ

„იმისათვის, რომ პიკის გადალახვაზე ვისაუბროთ, აუცილებელია მთელი მოსახლეობის გამოკვლევა. თუ საუბარია მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომელთაც ტემპერატურა და გამოკვეთილი კლინიკური ნიშნები აღენიშნებათ, მაშინ გასათვალისწინებელია, რომ არიან ადამიანებიც, რომლებსაც დაავადების უსიმპტომო ფორმა აქვთ“, - განუცხადა ხმალაძემ „რეზონანსს“.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი მიიჩნევს, ბოლო რამდენიმე დღის დაბალი სტატისტიკა არ ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პიკი ქვეყანაში უკვე ჩავლილია.

„ეს სინამდვილეში არ ნიშნავს, რომ პიკი ჩავლილია... უნდა შენარჩუნდეს მუდმივი შემცირების ტენდენცია და როდესაც ეს ტენდენცია უცვლელი იქნება 10-14 დღის განმავლობაში, ვიტყვით, რომ რთული ეტაპი გავიარეთ“, - განუცხადა მან გაზეთ „რეზონანსს“.

როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში?

კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში შეიძლება 27 ივლისს მთლიანად დასრულდეს - ასეთ პროგნოზს აკეთებენ სინგაპურის ტექნოლოგიისა და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მეცნიერები.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
„საქართველო პიკზეა“ - ამირან გამყრელიძე სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სინგაპურელი მეცნიერების პროგნოზი არის მათემატიკური მოდელირება და არა სამეცნიერო კვლევა, განუცხადა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტ „გეომედის“ მეანობისა და გინეკოლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა ალექსანდრე პაპიტაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“.

„ყველას აინტერესებს, როდის დასრულდება ეს კოშმარი და როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მათემატიკური მოდელირებაა და არა სამეცნიერო კვლევა. მათემატიკურ მოდელირებას იყენებენ ნებისმიერი ეპიდემიის დროს და არა სპეციალურად კორონავირუსისთვის“, - აღნიშნა პაპიტაშვილმა.

პროფესორის თქმით, COVID-19-თან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის ვაქცინა - ის იწვევს ხელოვნურ იმუნიტეტს, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ვირუსს ებრძვიან.

ხელისუფლებამ ოქროს შუალედი ვერ იპოვა

საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს დაწესებული შეზღუდვების გაუქმება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს ყველა პოლიტიკურ დივიდენდს, რომელიც კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შედეგად დააგროვა, ფიქრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია

„ჩემი აზრით, მთავრობამ ოქროს შუალედი ვერ იპოვა... ეტაპები, გამოცხადებული მთავრობის მიერ, ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან... მთავრობა აუცილებლად უნდა ატარებდეს უფრო ეფექტიან და აგრესიულ პოლიტიკას, ვინაიდან ეპიდემიოლოგიურმა სურათმა სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ აჩვენა, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შესაძლებელია“, - განაცხადა ძაბირაძემ და დასძინა, რომ კვირის ბოლოს მთავრობამ ბიზნესის მასშტაბური გახსნა უნდა დაიწყოს.

ანალიტიკოსის სიტყვებით, ახლა იწყება მთავრობის პრობლემები, იმიტომ რომ არსებული ვითარება ერთნაირად ურტყამს როგორც სოფელს, ისე ქალაქს, საშუალო და მცირე ბიზნესს კი მთლიანად ანადგურებს.

„მთავრობა ან ნელა, დოზირებულად, მაგრამ აგრესიულად გახსნის ეკონომიკას, ან ამას გააკეთებს ხალხი და მთავრობას ამ ხალხის იზოლაციაში დაბრუნების ძალა არ ექნება, არ ექნება მათი მართვის ძალა“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა 5 მაისიდან მოიხსნება >>

რაც შეეხება არსებულ დახმარებას, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ის სოციალურად არასამართლიანადაა განაწილებული და, რაც მნიშვნელოვანია, არ ასახავს მთავრობის კონცეპტუალურ ხედვას, რომელმაც პანდემიის დასრულება და კრიზისიდან გამოსვლა უნდა უზრუნველყოს.

მასალა მომზადებულია გაზეთების - „რეზონანსისა“ და „კვირის პალიტრის“ საფუძველზე.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური