Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია

გამოწერა
დღეს ცნობილი გახდა, რომ მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევაც მედმუშაკს უკავშირდება

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მთლიანი შემთხვევების 12,7 პროცენტს შეადგენს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, რომელიც დღეს მარნეულში იმყოფებოდა.

საპატრულო პოლიცია ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
კონფლიქტი ბოლნისში ამოწურულია: ათივე ინფიცირებული საავადმყოფოში გადაჰყავთ

დღეს ცნობილი გახდა, რომ მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კახეთში დღეს დადასტურებული პირველი შემთხვევაც მედმუშაკს უკავშირდება.

მარნეულის მერიაში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და  ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე რეგიონებში ეპიდაფეთქების შეკავების გზებზე იმსჯელეს.

„არანაირი ინფორმაცია არ დამალულა, ქვეყანაში გვაქვს 12,7% სამედიცინო პერსონალის ინფიცირება. არა მხოლოდ ქვემო ქართლში, არამედ მთლიანად. ეს არის დღეს საშუალო ევროპული მაჩვენებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
კახეთში კორონავირუსის პირველი ფაქტი გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კოლეგებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვართ წინა ხაზზე. ამის გამო, ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად  უნდა დავიცვათ ის წესები, რაც დაკავშირებულია ინფექციის კონტროლთან – დამცავი საშუალებების ტარება, მათი ჩაცმა-დახურვა-გახდა და ა.შ, მაგრამ მედიცინაში 100 პროცენტიანი არაფერია, ამიტომ იქნება ეს ომი იარაღით თუ კორონასთან ბრძოლა, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ მოწყვლადი პოპულაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა მარნეულის სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირებაზეც და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი შეიცვლება, რათა რეგიონში არ შეწყდეს სამედიცინო მომსახურება.

ასევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მარნეულში, შესაძლოა, PCR ლაბორატორია ადგილზევე  მოეწყოს.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ მოვახერხეთ, მარნეულშივე მოვაწყოთ ლაბორატორია, რათა ნაცხების თბილისში ტარება არ მოგვიწიოს. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეც ვფიქრობთ, რომ მოეწყოს „ავერსის“ ან „ჯეოჰოსპიტალსის“ ბაზაზე“, – განაცხადა  გამყრელიძემ.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკა - Sputnik საქართველო
ვინ არის საქართველოში გარდაცვლილი მერვე პაციენტი

ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირების 189 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის თეთრიწყაროში - 48, ბოლნისში - 107 და მარნეულში - 33. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 582-ს აღწევს. აქედან გამოჯანმრთელდა 207ადამიანი, რვა პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0