Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვინ არის საქართველოში გარდაცვლილი მერვე პაციენტი

© photo: The First University Clinic / FBპირველ საუნივერსიტეტო კლინიკა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაიცვალა 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს.

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საქართველოში დღეს გარდაცვლილი 72 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა.

ტესტი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა

მისი თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები.

„სამწუხაროდ, დღეს დილისთვის ერთი პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. ეს არის 72 წლის ქალბატონი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შემოვიდა. ძირითადი დიაგნოზი ეს არის კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით, სეფსისის სეპტიური შოკი, ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში ამ ქალბატონს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა მეორე, მესამე კლასის; არტერიული ჰიპერტენზია; მორბიდული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ ამ დილისთვის დაფიქსირდა გულის გაჩერება, ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა პირველი არხის ეთერში.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, Covid-19  საქართველოში 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ყველა ახალი ამბავი
0