Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კონფლიქტი ბოლნისში ამოწურულია: ათივე ინფიცირებული საავადმყოფოში გადაჰყავთ

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაპატრულო პოლიცია ბლოკპოსტზე
საპატრულო პოლიცია ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ მუშევანში ზომები 25 აპრილის შემდეგ გამკაცრდა, რაც კორონავირუსის დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დაინფიცირებული ათივე პირი კლინიკაში გადაჰყავთ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გუშინ ბოლნისში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ათი სოფელ მუშევანში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული პირები ერთი ოჯახის წევრები არიან. კლინიკაში მათ გადასაყვანად გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, სამართალდამცველები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ, ოჯახის ახლობლებმა კი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი დაუპირისპირდნენ როგორც ექიმებს, ისე პოლიციელებს და მერის წარმომადგენელს.

ექიმი - Sputnik საქართველო
ბოლნისში ადგილობრივებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ექიმებს არ გაატანეს

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, დღეს ინფიცირებული პირების ოჯახის წევრებთან თითქმის ერთსაათიანი მოლაპარაკება გაიმართა და შეთანხმდნენ, რომ ინფიცირებულებს კლინიკებში გადაიყვანენ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა უკვე დატოვეს სოფელი მუშევანი, საიდანაც ინფიცირებული პირები გადაიყვანეს.

„გუშინდელი ინციდენტი ამოწურულია, ათივე ინფიცირებული პირის გამოყვანა მოხერხდა. პროტესტის მიზეზი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებს პრაქტიკულად არც ერთს არ ჰქონდა სიმპტომი, თავს არ მიიჩნევენ დაავადებულად. მათ ქონდათ გარკვეული პროტესტი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე“, - განაცხადა მეშველიანმა.

მისი განცხადებით, ადგილობრივი საზოგადოების გარკვეული ნაწილი  ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და მათი პროტესტი  სიტყვიერ შეურაცხყოფასა და გარკვეულ აგრესიულ ქმედებებში გამოიხატა.

„დღეს ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და სამართალდამცველებთან ერთად ვესტუმრეთ ამ ოჯახებს ავუხსენით დეტალური ვითარება. ისინი დაგვთანხმდნენ სამკურნალოდ მათ გადაყვანაზე. ეპიდემიოლოგები და მედიკოსები გააგრძელებენ მუშაობას, ამ ადამიანების ყველა კონტაქტი უკვე ცნობილი და გამოკვლეულია, ტესტირებები ამ სოფლებში გაგრძელდება“, – აღნიშნა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
კახეთში კორონავირუსის პირველი ფაქტი გამოვლინდა

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სოფელ მუშევანში ზომები 25 აპრილის შემდეგ გამკაცრდა, რაც კორონავირუსის დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციის გავრცელება რომ არ მომხდარიყო, ამ სოფელთან ერთად იმავე დღეს ზომები გამკაცრდა სოფელ ხატისოფლეში და ვანათში, სადაც ასევე კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადგინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 582 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 207. კარანტინში იმყოფება 5 152, სტაციონარებში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ – 551. გარდაიცვალა 8 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0