ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ ავიარეისების აღდგენა გარკვეული მიმართულებით შესაძლებელია

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით,  საქართველოს საგარეო უწყება აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში.  

 

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ 20 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა.

თურნავას განცხადებით, იმისათვის, რომ რეგულარული ფრენები აღდგეს, კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებშიც.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთიდან სამშობლოში 8,5 ათასზე მეტი  თანამემამულე დაბრუნდა
„საქართველოში 2019 წელს რამდენჯერმე გაიზარდა დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა. სამწუხაროა, რომ დღეს პანდემიის პირობებში ეს დროებით შეფერხდა, მაგრამ არის დადებითი პროგნოზები. მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ დაწესდეს უსაფრთხო ფრენების პრინციპები და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამას გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს ორმხრივ რეჟიმში“, - აღნიშნა მინისტრმა.

თურნავას განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით,  საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებულად, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.  

თვითმფრინავები აეროპორტში - Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა მგზავრთა მომსახურების პროცედურები შეიცვალოს 

2020 წლის 1 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 ათასზე მეტ   მოქალაქეს, ხოლო საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 9 ათასამდე  მოქალაქე.

ევროპიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრუნების მიზნით სპეცრეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0