Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთიდან სამშობლოში 8,5 ათასზე მეტი  თანამემამულე დაბრუნდა

© Instagramაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში COVID-19-ის საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, ქვეყნის მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება.

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 8 563 თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

გაზაფხული კარანტინში - Sputnik საქართველო
ევროპის ხუთი ქვეყანა დღეიდან საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას იწყებს

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, 29 აპრილის მონაცემებით, საელჩოებმა დახმარება 17, 072 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სპეცრეისები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების სრული შესაბამისობით ხორციელდება და საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს  ცნობით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია შემდეგი სპეცრეისები: 30 აპრილი მადრიდი–თბილისი, 1 მაისი – ვენა–თბილისი,  2 მაისი – პრაღა-ბათუმი,  5 მაისი – ათენი–თბილისი, 7 მაისი - ამსტერდამი -თბილისი, 9 მაისი - ბერლინი - თბილისი.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ  ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია „ბელავიამ“ და საქართველოს მთავრობამ დადეს შეთანხმება, რომლის თანახმად, მინსკის აეროპორტიდან  3, 10 და 17 მაისს თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები  შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ–გვერდზე იქნება შესაძლებელი.

ასევე, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მსურველთა სიმრავლის გამო, ქართული მხარის თხოვნით, სომხეთმა საქართველოს მოქალაქეებისათვის სამი დღით სახმელეთო დერეფანი გახსნა. კერძოდ, 1, 8 და 15 მაისს საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ავიაკომპანია „ბელავიას“ რეისებით ევროპის ქვეყნებიდან მინსკის გავლით ჩაფრინდნენ ერევანში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით,  ქვეყანაში მათი გადმოყვანა ავტობუსებით მოხდება.

საქართველომ 20 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ევროპიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრუნების მიზნით სპეცრეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს. ბილეთების ონლაინ გაყიდვა, როგორც წესი, ფრენამდე ორი დღით ადრე იწყება.  საქართველოს მთავრობის მითითებით, ბილეთების ღირებულება 199 ევროა.

ყველა ახალი ამბავი
0