Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თავი ჰქონდა გადავარდნილი, ეგონათ გული წაუვიდა“ - თიკა მახალდიანი ტრაგიკულ ღამეს იხსენებს

© Facebook / Tika Makhaldianiთიკა მახალდიანი
თიკა მახალდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა მახალდიანის დედა ვაჟა-ფშველას გამზირზე აღდგომის დღესასწაულის ღამეს პოლიციელის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnk. მომღერალმა თიკა მახალდიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „სხვა ნანუკაში“ დედის ტრაგიკულად გარდაცვალების დღე გაიხსენა, როდესაც 50 წლის ქალი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

„ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული რა მოხდა. ხანდახან არ მჯერა. თამუნა ყველას მეგობარი იყო… მე მეუღლესთან და შვილთან ერთად ვცხოვრობ. კარანტინის პერიოდში თვე-ნახევარი არ გვყავდა ნანახი თამუნა. არც ის მოდიოდა და ჩვენც არ მივდიოდით. იმ ღამეს დივანზე იჯდა, ხელში ტელეფონი ეჭირა. ამ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ველაპარაკე. ბავშვსაც ესაუბრა“, - განაცხადა თიკა მახალდიანმა.

როგორც მახალდიანი აცხადებს, ოჯახის წევრებმა ჯერ შუშის მსხვრევის ხმა გაიგონეს, ხოლო ოთახში შესულებს ოჯახის დიასახლისი უკვე დივანზე დავარდნილი დახვდათ.

ქეთი ორჯონიკიძე - Sputnik საქართველო
„ეს შემთხვევითობა არ არის...“- ქეთი ორჯონიკიძე თიკა მახალდიანის დედასთან დაკავშირებით წერს

მისი თქმით, ქალს თავი ჰქონდა გადავარდნილი და ეგონათ, რომ გული წაუვიდა. კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

თიკა მახალდიანის დედა 19 აპრილს, საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა. სხვა კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.

იარაღი - Sputnik საქართველო
„ტე­ლე­ვი­ზორ­თან იჯდა...“ - ქალი, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ცნობილი მომღერლის დედაა

ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლს, რო­მელ­მაც 19 აპ­რილს, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ბრმა ტყვი­ით მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი ქალი იმ­სხვერ­პლა, მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მას წარდგენილი აქვს მკვლელობის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0