Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს შემთხვევითობა არ არის...“- ქეთი ორჯონიკიძე თიკა მახალდიანის დედასთან დაკავშირებით წერს

© Photo: Keti Orjonikidze / FBქეთი ორჯონიკიძე
ქეთი ორჯონიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი სოციალურ ქსელში თიკა მახალდიანის დედის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება, რომელიც ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. მომღერალი და ტელეწამყვანი ქეთი ორჯონიკიძე თიკა მახალდიანის დედის გარდაცვალებსათან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მომხდარი შემთხვევითობა არაა და ეს უპასუხისმგებლობის, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანის საქციელია.

თიკა მახალდიანი - Sputnik საქართველო
„ჩემი სილამაზე აღარ მყავს... მომიკლეს!“ - თიკა მახალდიანის პირველი კომენტარი

„არ შემიძლია არ გამოვთქვა საშინელი სიბრაზე იმ ანომალიურ ადამიანთან დაკავშირებით, ვინც მუცელი ჩაიღორა, გამოვიდა და სროლა ატეხა გასართობად, რასაც შემდგომში უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებსო თურმე ის მუხლი, რომელიც წაუყენეს, რაც მაქსიმუმ 2-დან 4 წლამდე პატიმრობას იმსახურებსო. სად არის აქ გაუფრთხილებლობა? მთვრალი რომ იარაღს ისვრი, ეს გაუფრთხილებლობაა? ან ასეთი უტვინო საქციელით რომ ადამიანს შეიწირავ, უნდა გინდოდეს განა ეს სასჯელი თვითონ?“ - წერს მომღერალი.

თიკა მახალდიანის დედა 19 აპრილს, საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა. მიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.

იარაღი - Sputnik საქართველო
„ტე­ლე­ვი­ზორ­თან იჯდა...“ - ქალი, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, ცნობილი მომღერლის დედაა

ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლს, რო­მელ­მაც 19 აპ­რილს, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ბრმა ტყვი­ით მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი ქალი იმ­სხვერ­პლა, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა ან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ელოდება.

აღ­ნიშ­ნულ სას­ჯელს ით­ვა­ლის­წი­ნებს სსკ-ის 116-ე მუხ­ლი, რაც გუ­ლის­ხობს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით.

ყველა ახალი ამბავი
0