Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: რიგი შეზღუდვები წლის ბოლომდე დარჩება

გამოწერა
საქართველოს მიერ დროულად მიღებული ზომები რომ არა, ქვეყანაში ახლა კორონავირუსის პანდემიის სულ სხვა სურათი იქნებოდა.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. რიგი შეზღუდვები წლის ბოლომდე აუცილებლად დარჩება, განაცხადა პირველი არხის ეთერში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე: წინა 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენი სიმკაცრე აუცილებელი იყო>>

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ შესაძლებელი იქნება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

„COVID-19 ჯერჯერობით უცნობი ვირუსია, არავინ იცის, თუ როგორ მოიქცევა ის და ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას. დღეს მანქანები მოძრაობენ, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ეკონომიკა თანდათან უნდა ამუშავდეს, რადგან ეკონომიკის განვითარების გარეშე ცხოვრება რთული იქნება, მაგრამ ძალიან დიდხანს, ვთქვათ, წლის ბოლომდე აუცილებლად დარჩება რიგი შეზღუდვები, როგორიც არის ხელების ხშირი დაბანა, დახურულ სივრცეში პირდბადეების ტარება, უარის თქმა ბევრი ხალხის შეკრებაზე და დიდ თავყრილობებზე; უარის თქმა დიდ სუფრებზე, რაც ქართველებს ძალიან გვიყვარს და ა.შ.“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი სლოგანი „დარჩი სახლში“ მალე შეიცვლება სლოგანით „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონასთან ერთად“, რადგან ეს ინფექცია ერთ ან ორ თვეში არ მოკვდება. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად კორონავირუსის შემთხვევები შემცირდება, როგორც სხვა რესპირატორული ინფექციების, თუმცა ჯერ არავინ იცის, როგორ მოიქცევა ის.

როდის გაიხსნება სტომატოლოგიური კლინიკები – მინისტრის პასუხი>>

ადამიანებს მოუწევთ ზოგიერთ ღონისძიებაზე უარის თქმა, სანამ ეფექტური ვაქცინა არ გაჩნდება, ან არ ჩამოყალიბდება ინფექციის მიმართ პოპულაციური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი, აღნიშნა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა.

„საზოგადოებრივი იმუნიტეტი ორი რამის გამო ყალიბდება – ან 60-70%-მა უნდა გადაიტანოს დაავადება, ან უნდა გქონდეს ვაქცინა და აქტიური იმუნიზაციით ჩამოაყალიბო ეს საზოგადოებრივი იმუნიტეტი“, – განმარტა გამყრელიძემ.

კითხვაზე, თუ რა ვითარება იქნებოდა საქართველოში, თუ ქვეყანა დანიის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის მაგალითს აირჩევდა, რომლებმაც თავდაპირველად მკაცრი კარანტინის რეჟიმზე უარი განაცხადეს, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა შეიქმნებოდა.

საქართველოში გატარებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა სერიოზული როლი შეასრულა იმაში, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სუსტი ტენდენციაა შენარჩუნებული, აღნიშნა გამყრელიძემ.

Пандемия коронавируса - самоизоляция - Sputnik საქართველო
ცნობილია თარიღი, როდის დასრულდება პანდემია საქართველოსა და მსოფლიოში

„გატარდა ძალიან დროული ღონისძიებები. შემზღუდავ ღონისძიებებს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე განხორციელდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე მხრივ, კეთდებოდა მოწოდებები იგივე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, რომელიც ზოგჯერ რადიკალურიც იყო და მე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რადგან მოქალაქეები გაგებით მოეკიდნენ ამ მოწოდებებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 517-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 168 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 549 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

შეზღუდვების მოხსნა: ეტაპები და ვადები>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0