Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როდის გაიხსნება სტომატოლოგიური კლინიკები – მინისტრის პასუხი

© Sputnik / Denis Aslanovსტომატოლოგიური კლინიკა
სტომატოლოგიური კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბევრი სამედიცინო დაწესებულება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოში სტომატოლოგიური კლინიკების გახსნის გადაწყვეტილება შრომის ინსპექციის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

საქართველოში სტომატოლოგიური კლინიკები კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაიკეტა. მუშაობს მხოლოდ რამდენიმე კლინიკა, რომელიც გადაუდებელ შემთხვევებში მწვავე პაციენტებს ემსახურება. 

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა

„შრომის ინსპექციის სამსახური დეტალურად სწავლობს ყველა კომპანიასა და სექტორს და აფასებს მათ რისკებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ჯგუფია შექმნილი, რომელიც შეისწავლის ყველა კლინიკას და ასევე ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც ეტაპობრივად უნდა გაიხსნას. შრომითი ინსპექციის დასკვნის საფუძველზე კი ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის და რომელი სექტორის გახსნა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბევრი სამედიცინო დაწესებულება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა - ექიმები პაციენტებს კონსულტაციას დისტანციურად უწევენ.

მთავრობის ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში გამოჯანმრთელდა კორონავირუსით ინფიცირებული 168 ადამიანი.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 517-ს მიაღწია. გარდაიცვალა ექვსი ადამიანი. კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოიყვანეს საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინში იმყოფება 5 153 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 549 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0