Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შეზღუდვების მოხსნა: ეტაპები და ვადები

© Sputnik / Vladimir Umikashviliშარდენის ქუჩა თბილისში
შარდენის ქუჩა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად გეგმავს.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად, ყოველ ორ კვირაში მოიხსნება ვირუსის გავრცელების დონისა და ექიმების რეკომენდაციების მიხედვით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დახმარებას ნახევარი წლის განმავლობაში გადაუხდის>>

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა. 10 დღის შემდეგ დაწესდა კომენდანტის საათი, ხოლო 17 აპრილს აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა სპეციალური ნებართვის გარეშე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
როდის დაიწყება შეზღუდვების გაუქმება: მთავრობამ პირველი ეტაპი დააანონსა

პრემიერის განცხადებით, პირველი ეტაპი 27 აპრილიდან დაიწყება. ამ დღიდან შესაძლებელი იქნება მსუბუქი ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა.

ორშაბათიდან ასევე დაშვებული იქნება ონლაინ–ვაჭრობა - ნებისმიერი პროდუქტის მიწოდება და ღია აგრარული ბაზრების მუშაობა.

მეორე ეტაპზე მოიხსნება შეზღუდვები მშენებლობაზე, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ავტოსამრეცხაოებისა და ავტოსერვისების საქმიანობაზე, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტზე, ამუშავდება რეკრეაციული ზონები.

დახლები აგრარულ ბაზარში - Sputnik საქართველო
ღია აგრარული ბაზრები საქართველოში ორშაბათიდან გაიხსნება

მესამე ეტაპზე ამუშავდება საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან (გარდა მოლებისა), ბაზრობები, წარმოება და გამომცემლობები.

მოლების, ღია ტიპის კაფეების, ბარებისა და რესტორნების, ასევე სილამაზის სალონების, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისა და ყველა საფინანსო კომპანიის საქმიანობა მხოლოდ მეოთხე ეტაპზე აღდგება.

მეხუთე ეტაპი ითვალისწინებს დახურული ბაზრებისა და კვების დანარჩენი ობიექტების მუშაობის აღდგენას.

სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ განახლდება>>

მეექვსე ეტაპზე ნებადართული იქნება გართობასთან, სპორტთან და დასვენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა. ამუშავდება აზარტული ბიზნესი, სასტუმროები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ყველა ახალი ამბავი
0