შრომის ინსპექცია ბიზნეს-სექტორის შემოწმებას იწყებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliდაკეტილი კაფეები და რესტორნები
დაკეტილი კაფეები და რესტორნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიებს, რომლებსაც ბიზნესსაქმიანობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით შეუჩერდათ, მუშაობის განახლება მხოლოდ ამ შემოწმების  გავლის შემდეგ შეეძლებათ

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. შრომის ინსპექცია შეამოწმებს კომპანიების, რომლებსაც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად საქმიანობა შეუჩერდათ და ახლა მუშაობის განახლება სურთ, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობისთვის რიგი შეზღუდვები ამოქმედდა.

გასულ კვირას მთავრობის მეთაურმა ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ  მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იგეგმება.

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა. ეტაპები ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება.

 „შრომის ინსპექცია შეისწავლის რამდენად არის დაცული დასაქმებულების ჯანმრთელობის უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები: რა უნდა ვიცოდეთ

ბექა ფერაძის განმარტებით, კომპანიები, რომლებსაც საქმიანობის აღდგენის  სურვილი აქვთ, სათანადო შემოწმების გასავლელად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესების რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინსიტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დღეიდან უკვე შესაძლებელია. იმისათვის, რომ კომპანიის ეკონომიკური საქმიანობა აღდგეს, ის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

„ბიზნეს სექტორი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია, ეს არის მათი ინტერესი. ჩვენი ინტერესია კი ისაა,  რომ კომპანიებს დავეხმაროთ და  მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით დღეში 1000-მდე კომპანიის შემოწმება იგეგმება.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები მათთვის წაყენებულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, მათ მიეცემათ ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა. 

შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ვრცელდება მთელ ქვეყანაზე, გარდა მკაცრი კარანტინის ზონებად გამოცხადებული დასახლებებისა.

პური - Sputnik საქართველო
რამდენ ხანს ეყოფა საქართველოს ხორბლის მარაგი

პირველი ეტაპი, რომელიც 27 აპრილიდან ამოქმედდა,  გულისხმობს, ტაქსების ოპერირებას, ონლაინ ვაჭრობას, ღია ტიპის აგრარული ბაზრების ოპერირება“, რაც შეეხება მეორე ეტაპს, ის  მშენებლობას; სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობას; სამშენებლო მასალების წარმოებას; ავტოსამრეცხაოებისა და ავტოსერვისების; კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტის და ასევე, სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირებას ითვალისწინებს.

მესამე ეტაპიდან მოიხსნება ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, გაიხსნება: საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ შესასვლელი ქუჩიდან; ყველა ტიპის ღია ბაზრობა; ყველა ტიპის წარმოება; საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპზე კი გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით); ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება; სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრობები და ბაზრები; ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით).

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: კომპანიებში დასაქმებულების სახელფასო ტვირთს სახელმწიფო გაინაწილებს

მეექვსე ეტაპი  კი გახლავთ გასართობი სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები; საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ამ დროისთვის კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 178 ადამიანი, გარდაცვლილი - 6.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5153 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  549 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0