Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს კლინიკებში კორონავირუსზე 349 პაციენტი მკურნალობს

© Sputnik / Alex Shlamovინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 511-ს მიაღწია. აქედან 156 გამოჯანმრთელდა, ექვსი – გარდაიცვალა.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 15 პაციენტს დაუდგინდა. უმრავლეს შემთხვევაში მათი ინფიცირების წყარო ცნობილია – ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო. ამის შესახებ ბრიფინგზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ დგინდება ორი ინფიცირებულის კლასტერი.

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
ლენტეხსა და ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 43 პაციენტი. ოთხი გამოჯანმრთელდა და გაეწერა.

„43 პაციენტიდან მძიმე პაციენტების სიაში მხოლოდ ხუთი პაციენტი გვყავს... დანარჩენი პაციენტები განიხილება, როგორც საშუალო და მსუბუქი. გვყავს 11 მოზარდი, მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, უბრალოდ, დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მათთან ჯერ ადრეა გამოჯანმრთელების ტესტირების ჩატარება და, ალბათ, რამდენიმე დღეში მათთანაც დავიწყებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, 28 აპრილისთვის ქვეყნის ყველა კლინიკაში კორონავირუსზე 349 პაციენტი მკურნალობს.

შვიდი ახალი პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: საქართველოს უახლოეს დღეებში 60 ათასამდე სწრაფი ტესტი ექნება

შვიდივე ახალი პაციენტი ბოლნისისა და შინდისის კლასტერებს განეკუთვნება.

„დაემატა შვიდი პაციენტი, აქედან ოთხი არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, სამი პაციენტის დიაგნოზი კი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 18 წლამდე ასაკის პირი არის 11. ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. 11 პაციენტი არის საყურადღებო, აქედან სამი არის ასაკობრივი, მაღალი რისკის ჯგუფით. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხდა სოლოღაშვილმა.

გამყრელიძე – კარანტინის დატოვებამდე ტესტირებას ყველა გაივლის>>

28 აპრილისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-ია. აქედან გამოჯანმრთელდა 156, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0