DEA ბათუმში და 40 კილოგრამი ჰეროინი - ვინ დააკავეს სპეცოპერაციის დროს

გამოწერა
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სპეცოპერაცია ორ თვეს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა - ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონ დოლარს აჭარბებს

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ორი მილიონი დოლარის ღირებულების 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

დაკავებული დამნაშავე - Sputnik საქართველო
თხევადი ნარკოტიკი წყლის ნაცვლად: პოლიციამ 50 მლნ დოლარის ტვირთი დააკავა

სპეცოპერაცია საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) ერთობლივად ჩაატარეს.

ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც ნარკოტიკები საქართველოში მსუბუქი ავტომობილით შემოიტანეს და მის ევროპაში რეალიზებას აპირებდნენ.

„საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“. მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონ დოლარს აჭარბებს. გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის ორმა მოქალაქემ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილით, სპეციალური სამალავით, უკანონოდ გადმოზიდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში, დროებით საცხოვრებელ ბინაში და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

პოლიციამ გარდაბანში 21 შეკვრად დაფასოებული „მეტამფეტამინი“ და „ჰეროინი“ ამოიღო >>

სპეცოპერაცია დღეს დილით ბათუმში ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0