თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. წყლის ბოთლების პარტიაში, რომელიც ირანიდან შევიდა ავსტრალიაში, თხევადი ნარკოტიკი აღმოჩნდა, იუწყება ავსტრალიის შტატი ახალი სამხრეთ უელსის პოლიცია.
NSW Police have charged two men, as part of an ongoing joint investigation with @AusFedPolice and @AusBorderForce, into the alleged importation of more than $80 million worth of liquid methylamphetamine concealed in water bottles https://t.co/rIcZTyXc8y pic.twitter.com/CPYzLkuJND
— NSW Police Force (@nswpolice) April 23, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის სასაზღვრო ძალებმა და სიდნეის ფედერალურმა პოლიციამ ტვირთი ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში დააკავა. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ წყლის ნაცვლად ბოთლებში 160 ლიტრი მეტამფეტამინი იყო ჩასხმული. ტვირთის ღირებულება 80 მლნ ავსტრალიურ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 50,7 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტურია.
სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს თხევადი ნარკოტიკის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი ორი — 33 და 48 წლის მამაკაცი. მათი საცხოვრებლის ჩხრეკისას პოლიციამ დამატებითი სამხილები ამოიღო.
დაკავებულებს უარი ეთქვათ გირაოთო გათავისუფლებაზე და მალე ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.