თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „მეტამფეტამინის“ და „ჰეროინის“ შემცველი 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ვადით პატიმრობას.