გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ხანშიშესული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გლდანში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 22 აპრილი - Sputnk. თბილისის გლდანის რაიონში იპოვეს 62 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელიც, სავარაუდოდ, მხუთავი აირით მოიწამლა. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ პრესსამსახური იუწყება.

სანზონაში ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა მოხდა - საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია >>

გაზის მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენების საკითხი საქართველოში ძალიან აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე მრავალი წელია, აღარ არსებობს ცენტრალური გათბობის სისტემა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- თუ გაზის, ხშირად კუსტარულ, მოწყობილობებს იყენებს.

კომპანიის ინფორმაციით, ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტებმა გაზის მილები შეამოწმეს. ბინაში აღმოაჩინეს კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი ღია წვის კამერით.

როგორც გამოირკვა, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა რამდენიმე თვის წინ, გეგმური შემოწმებისას, ამ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და მისი დემონტაჟი განახორციელეს, მობინადრეები კი გააფრთხილეს, რომ მოწყობილობის გამოყენება სახიფათო იყო. ამის მიუხედავად, წყლის გამათბობელი ბინის მცხოვრებლებმა თვითნებურად კვლავ დაამონტაჟეს.

აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
თბილისში ახალი კამპანია დაიწყო - ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების წესები

„თბილისი ენერჯი“ და სხვა გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით, ღია წვის კამერით, სიცოცხლისთვის საშიშია. კომპანია აღნიშნავს ასევე, რომ ქარის დროს მხუთავი აირის (CO) დაგროვების საშიშროება იმატებს.

გაზის მოწყობილობების ექსპლუატაციის უსაფრთხოების საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად ადამიანების გარდაცვალებისა და მოწამლვის შემთხვევები გახშირდა.

წინა წლის იანვრის შუა რიცხვებში დიდ დიღომში, მრავალსართულიან სახლში გაზის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი. 31 იანვარს კი გაზის გაჟონვის შედეგად ისანში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

2019 წლის ოქტომბერში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობელის აფეთქებამ საცხოვრებელ კორპუსში, „ღრმაღელეს“ მეტროსადგურთან, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა სამი ადამიანი.  ოქტომბერში გაზი აფეთქდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სახლის ბოლო სართულზე. დაშავდა ერთი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0