თბილისში ახალი კამპანია დაიწყო - ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების წესები

© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქების შემდეგ
აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ცდილობს, მოსახლეობას აუხსნას გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით

თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. გაზგამანაწილებელმა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ (Tbilisi Energy) გაზის დანადგარების გამოყენებისას უსაფრთხოების კამპანია წამოიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ Facebook-ით გაავრცელდა.

გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე წლებია, აღარ მოქმედებს ცენტრალური გათბობა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- და გაზის გამათბობლებით სარგებლობს. ხშირად ეს კუსტარული დანადგარებია.

ტრაგედია რუსთავში: ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას მამა-შვილი ემსხვერპლა >>

უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან. აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია, სადაც მოსახლეობა ხშირად თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს.

შეხვედრაზე მოსახლეობას სპეციალური საინფორმაციო სარეკომენდაციო ფლაერები დაურიგდა.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერით, საშიშია სიცოცხლისთვის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქარის დროს მხუთავი აირის (CO) დაგროვების საფრთხე 10-ჯერ იმატებს.

ამიტომ „თბილისი ენერჯი“ სპეციალისტებთან ერთად მოსახლეობას ხვდება და მას გაზის უსაფრთხო მოხმარების წესებს აცნობს.

გაზქურა - Sputnik საქართველო
თბილისში აღკვეთეს აფეთქება გაზის გაჟონვის გამო

ამის პარალელურად კომპანიის სპეციალისტები პირველად გამართავენ მასტერკლასს საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან უსაფრთხოების საკითხებზე.

ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად ადამიანების გარდაცვალებისა და მოწამლვის შემთხვევები გახშირდა.

გასული წლის იანვრის შუა რიცხვებში დიდ დიღომში, მრავალსართულიან სახლში გაზის გაჟონვის გამო აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის იყო ერთი ბავშვი. 31 იანვარს ისნის რაიონის ერთ-ერთ ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

2019 წლის ოქტომბერში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობელის აფეთქების გამო დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ოქტომბერში აფეთქება მოხდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე. დაშავდა ერთი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0