სანზონაში ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა მოხდა - საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიცის მანქანები
სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიცის მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილის შეჯახების შედეგად დაზიანდა გაზის მილი, რასაც მოჰყვა ძლიერი გაჟონვა. ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისში, მუხრანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა, რის შედეგადაც ძლიერი გაჟონვა მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ავტომობილით გადაადგილება 21 აპრილის ჩათვლით იკრძალება – მთავრობის განმარტება

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაზის მილის დაზიანება მანქანის შეჯახებამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახერხეს მილის გადაკეტვა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მაინც განხორციელდა.

რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, იგი ადგილიდან მიიმალა და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

ამ დროისათვის გაზის მილი უკვე გადაკეტილია, ხოლო მოსახლეობა სახლებში დაბრუნდა.

გაზსადენის დაზიანების გამო სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა. საუბარია 6000-მდე აბონენტზე.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ხვალ, 10:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0