თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. შეძლებენ თუ არა მსუბუქი ავტომობილები ქუჩებში მოძრაობას, ცნობილი 21 აპრილს გახდება, სამშაბათის ჩათვლით კი ქვეყანაში ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია, განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.
აღნიშნული შეზღუდვა გახანგრძლივდება თუ არა, საკითხი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გავა. საზოგადოებას ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიეწოდება.
მანამდე კი მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება 17 აპრილიდან აიკრძალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოში მოქმედებს რიგი შეზღუდვები, გამოცხადებულია კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.