Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს რომელი რეგიონები გადაურჩა კორონავირუსს

გამოწერა
COVID-19-მა საქართველოს 11-დან ორ რეგიონში ვერ შეაღწია და ეს ორი რეგიონი ჯერჯერობით მწვანე ზონად არის მიჩნეული.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა საქართველოს 11-დან ორ რეგიონში – კახეთსა და გურიაში, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მწვანე ზონად იყო მიჩნეული სამცხე-ჯავახეთიც, თუმცა 16 აპრილს სოფელ ახალდაბაში კორონავირუსი 30 წლის ადგილობრივ მცხოვრებს დაუდგინეს.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

ამ დროისთვის კი ინფიცირებულთა რაოდენობაა 399. აქედან გამოჯანმრთელდა 93 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – ოთხი.

კიდევ სამი პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში გადმოიყვანეს სომხეთიდან და თურქეთიდან.

კარანტინში იმყოფება 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 503.

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინის რეჟიმი, ასევე კომენდანტის საათი (21:00–დან 06:00 საათამდე). ასევე დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები.

ყველა ახალი ამბავი
0