როგორ დავგეგმოთ აპრილის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© REUTERS / Manuel Silvestriმთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რამე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ.

21 აპრილი – კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. დღე ხასიათდება იმპულსურობით. სჯობს, გადადოთ ის საქმეები, რომლებიც სიზუსტესა და დაფიქრებას საჭიროებს, რადგან თუ ნებისმიერ წვრილმანს არ გაითვალისწინებს, ეს, შესაძლოა, ნეგატიური შედეგით დასრულდეს. კაარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის. ამ დღეს პლანეტა მარსი მართავს.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

22 აპრილი – კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. დღე ხასიათდება იმპულსურობით. შესაძლებელია, რომ მოლაპაარაკებები და გარიგებები სულ უმნიშვნელო რამის გამო ჩავარდეს. დიდია ალბათობა სხვადასხვა სახის კონფრონტაციის. საკმაოდ არახელსაყრელი დღეა. დაქვეითებულია სასიცოცხლო ტონუსი. დიდია ტრავმების მიღების, მოტყუების, ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. დღეს პლანტა მერკური მფარველობს.

23 აპრილი – ახალმთვარეობა კურო ნიშანში. კურო მატერიალური სტაბილურობის, გულმოდგინეობის ნიშანია. დღე ხელსაყრელია სხვადახვა სახის ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის. გაძლიერდება აზროვნების უნარი, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსალოდნელია სიზარმაცის „შემოტევები“. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

24 აპრილი – მზარდი მთვარე კურო თანავარსვლავედშია. ამ დღეს ადამიანებში მოსალოდნელია გარკვეული აგრესიულობა, კონფლიქტების გამწვავება. ეცადეთ, დათრგუნოთ უარყოფითი ემოციები და ამ დღისთვის დამახასიათებელი მომატებული ენერგია ფიზიკურ აქტიურობაზე დახარჯოთ. დღეს მფარველობს პლანეტა ვენერა.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

25 აპრილი – მზარდი მთვარე ტყუპის თანავარსკვლავედშია. არის სწრაფი და ენერგიული საქმეების დღე. მომატებულია იმპულსურობა. გაზრდილია ინტელექტუალური ქტიურობა, რაც კარგად აისახება იმ საქმეებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს, ან ინფორმაციის მოპოვებასთან არის დაავშირებული, თუმცა, არ ღირს ისეთ საკითხბზე მუაობა, რომლებიც გონების კონცენტრაციას მოითხოვს. დღე სატურნის მფარველობით ჩაივლის.

26 აპრილი – მზარდი მთვარე ტყუპის თანავარსკვლავედშია. გექნებათ მუდმივი სურვილი, რომ ერთი საქმიდან მეორეზე გადაერთოთ, ამიტომ სჯობს, გრძელვადიან პროექტებზე ამ დღეს უარი თქვათ. საკუთარი ვალდებულებების უგულებელყოფამ, მერყეობამ, შესაძლოა, გეგმების ცვლილებები გამოიწვიოს. უნდა ეცადოთ, რომ ნეგატიურმა გავლენამ გარედან თქვენზე გავლენა არ მოახდინოს. ყურადღება მიაქციეთ კვებას. დღე მზის მფარველობიით ჩაივლის.

ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია>>

27 აპრილი – მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. გამძაფრდება ინტუიცია. დაუბრკოლებლად განვითარდება საზოგადოებრივი ან სამეცნიერო საქმიანობა. ადვილად მყარდება კონტაქტები. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. კარგი დღეა სამომავლო გეგმების დაწყობისთვის, ახალი იდეების გააზრებისთვის. ენერგიულობა შემცირებულია. დღე მთავრის ეგიდით ჩაივლის.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

28 აპრილი – მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. აუჩქარებელ სტაბილურობის დღეა. იდეალურად მიესადაგება მონოტონურ საქმიანობას. ყურადღება გმართებთ კრედიტების მიმართ. არასასურველია სესხის გაცემა. გაძლიერებულია ემოციურობა, ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო ახლობელი ადამიანების მიმართ. დღე მარსის მფარველობით ჩაივლის.

29 აპრილი – მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. საკმაოდ რთული დღეა კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, ამოტივტივდეს ძველი დაუსრულებელი საქმეები და ამან დიდი დრო და ენერგია წაგართვათ. ორგანიზმი თანდათანობით ძლიერდება, თუმცა, ენერგიულობა ჯერ კიდევ არასაკმარისია. როგორც პირად, ისე სამუშაო სფეროში ამჟამინდელი ურთიერთობების გადააზრების დრო დგება. დღე პლანეტა მერკურის მფარველობით ჩაივლის.

ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი>>

30 აპრილი – მზარდი მთვარე ლომის თანავარსკვლავედშია. კარგი დღეა ენერგიული და ქმედითი წამოწყებებისთვის. ბევრს გაუჩნდება გართობის სურვილი, გაიზრდება აზარტული თამაშებისკენ სწრაფვა. მთვარე ლომის ნიშანში აძლიერებს ავანტიურისკენ მიდრეკილებას და ზრდის დაუფიქრებელი საქციელის, გარისკვის ალბათობას. აქედან გამომდინარე, სჯობს, გადადოთ ფინანსური საქმეები. დღე იუპიტერის ეგიდით ჩაივლის.

ყველა ახალი ამბავი
0