18:49 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
336820

რითი განსხვავდებიან ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთისგან, როდესაც მათ საერთო სენი - ვირუსის გავრცელების საფრთხე ემუქრება? ვინ აქცევს ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას და ვინ – არა, ვის როგორი მდგრადობა აქვს დაავადებების მიმართ – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

ზოგი ადამიანი საერთოდ არ იმჩნევს ვირუსს, ზოგს კი ოდნავი წამოხველებისთანავე ლოგინში ჩაწოლა უყვარს, ზოგი კი საერთოდ დაავადებად არ მიიჩნევს გაციებასა და გრიპს; ზოგს ძლიერი იმუნიტეტი აქვს და საერთოდ არ აშინებს ვირუსი.

გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, როგორი ჯანმრთელობითა და იმუნური სისტემით გამოირჩევიან ზოდიაქოს ნიშნები.

ვერძი: ერთ-ერთი პირველია, რომელიც უმალ ცივდება და გრიპის ვირუსს „იკიდებს". თუმცა, გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. რატომ? იმიტომ, რომ ვერძი ძალიან სპორტულია და გაწვრთნილი სხეული აქვს. სხვათა შორის, ვერძი ერთ-ერთი ის ნიშანია, რომელიც საერთოდ არ აქცევს ყურადღებას გაციების სიმპტომებს, რადგან უსაქმოდ ყოფნა არ უყვარს. უმეტეს შემთხვევაში, სურდოთი ავადდებიან.

კურო: გაციების ან გრიპის პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მირბიან ექიმთან, აზუსტებენ უამრავ საკითხს, შემდეგ კი სკრუპულოზურად ასრულებენ ექიმის დანიშნულებას. მათი ყველაზე სუსტი ადგილებია ყელი და ხორხი. მიდრეკილი არიან სიმსუქნისადმი, რადგან გემრიელი კვება მათი სისუსტეა. სიმსუქნის გამო ხშირად ქრონიკული დაავადებები უჩნდებათ. 

დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ტყუპი: ტყუპისთვის გაციება არაფერია. სწრაფად ავადდებიან. მაგრამ ცნობილი არიან, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრები, ამიტომ ორგანიზმი სწრაფად უმკლავდება ვირუსს. მიდრეკილი არიან რესპირატორული დაავადებებისკენ. მათი ჯანმრთელობა პირდაპირ უკავშირდება ემოციებს: თუ მელანქოლიამ შეიპყრო, სენი მალე ერევა მათ, თუმცა, გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.

კირჩხიბი: ძალზე მგრძნობიარე ორგანიზმი აქვთ გაციებისა და გრიპის მიმართ. მათთვის მთავარია, რომ არ ჩავარდნენ დეპრესიაში, რაც გამოჯანმრთელების პროცესს აყოვნებს. გაციებასა და გრიპს კირჩხიბებისთვის ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი. რომ არა ხშირი სტრესი, მათ შესაშური ჯანმრთელობა ექნებოდათ. ხანდახან სანერვიულოს არაფრისგან ქმნიან. ემოციური არამდგრადობის გამო მათთვის დამახასიათებელია ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ავადმყოფობები. 

ლომი: რაც შეეხება ავადმყოფობას, სრულიად პარადოქსული ნიშანია. არ უყვარს, როცა ცუდად არის, ამიტომ იშვიათად ხდება ავად. თუ დაავადდა, სწრაფად იწყებს გამოჯანმრთელებას, რადგან - ისევ და ისევ, არ უყვარს, როცა ცუდად არის. ამ ნიშნის წარმომადგენლების სუსტი ადგილებია სახსრები, რაც ხშირად აწუხებთ გრიპისა და გაციების დროს, როცა მაღალი ტემპერატურა აქვთ. ზედმეტი აქტიურობისა და იმის გამო, რომ არ უყვართ დასვენება, ხშირად ეცლებათ ენერგია. მათთვის კარგი შედეგი მოაქვს როგორც სამედიცინო პრეპარატებს, ისე ხალხურ სამკურნალო საშუალებებს.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალწული: თუ ავად გახდნენ, მთელ ხალხურ მედიცინას გაეცნობიან. არ უყვართ ქიმიური პრეპარატების „ყლაპვა", უპირატესობას ხალხურ რეცეპტებს ანიჭებენ. თუმცა, ექიმთან მაინც უწევთ მისვლა და შემდეგ მის მითითებებს დიდი სიზუსტით ასრულებენ. სუსტი ადგილია კუჭი, რომელიც ხშირად სნეულდება ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. ასევე, ქალწულები ძალიან სისუფთავის მოყვარული არიან, ხანდახან ზედმეტადაც კი – ეს თვისება ვირუსების სეზონის დროს ზუსტად რომ ზედგამოჭრილია.

სასწორი: „უყვართ" ცუდად ყოფნა და მიზეზიც არის - სუსტი იმუნური სისტემა. გამოჯანმრთელების პროცესი რომ დიდხანს არ გაგრძელდეს, ექიმს სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა მიმართონ, რაც მაინცდამაინც არ ხიბლავთ. როცა სენი უკან იხევს, მათ უმალ ავიწყდებათ ავადმყოფობა და ხშირად წყვეტენ მურნალობის კურსს. ამ ნიშნის წარმომადგენლები უნდა მოერიდონ ნოტიო ჰავას, რადგან სუსტი ადგილი მათთვის ბრონქებია. ასევე, სუსტი აქვთ ხერხემალი და თირკმელები.

მორიელი: ჯანმრთელობა შესაშური აქვთ. გრიპის სეზონის დროსაც კი, თითქოს, ვირუსი მათკენ არც იხედება, ისე აუვლის გვერდს. ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვენივრად იტანენ სიცივეს. ავადდებიან იშვიათად, მაგრამ თუ სენი შეეყარათ, მალევე გამოდიან მდგომარეობიდან. სუსტი ადგილებია ყელი, გულსისხლძარღვთა სისტემა. ზოგჯერ ზომიერებას ვერ იცავენ კვებაში და ჭარბი წონის პრობლემა აწუხებთ. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, პირვველ რიგში, მავნე ჩვევებზე უნდა თქვან უარი.

ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები>>

მშვილდოსანი: „უმართლებს" ისე, როგორც არავის. ახალი ვირუსია? - სწორედ მშვილდოსანი „აიტაცებს" უმალ. მაგრამ თუ გაითვალისწინებს ყველა რეკომენდაციასა და ექიმის რჩევას, ფეხზე ძალიან სწრაფად წამოდგება. მშვილდოსანს ფეხები ყოველთვის თბილი უნდა ჰქონდეს, რადგან მათი დაავადება ხშირად სწორედ ფეხის გაციებით იწყება. მათი პრობლემა ისაა, რომ დროულად ვერ „ამუხრუჭებენ" – სირთულეებს უკიდურესობები იწვევს ყველაფერში – ჭამა, ფიზიკური დატვირთვა და ა.შ.

თხის რქა: მისი იმუნური სისტემა შესანიშნავად მუშაობს, რაც, შესაძლოა, იმით არის გამოწვეული, რომ ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობს და სწორედ ვირუსებთან ხშირი კონტაქტი აყალიბებს მის მტკიცე იმუნიტეტს. მაგრამ თხის რქები ხშირად თავს არ უფრთხილდებიან. ჩვეულებრივ, გაციებასა და გრიპს ადვილად იტანენ. სუსტი ადგილებია კუნთები, სახსრები, სისხლძარღვები.

მერწყული: ექიმები არ უყვართ, ამიტომ ხშირად აჭიანურებენ მათთან ვიზიტს. ბავშვობაში საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობა აქვთ, მაგრამ ასაკთან ერთად ეს სისუსტე უან იხევს. მუდმივი ნერვული დაძაბულობის გამო მათი დაავადებების მიზეზი უმეტესად სტრესია. ჯანმრთელობა ხშირად ღალატობთ, რაც თავის ტკივილსა და ზოგად სისუსტეში ვლინდება. სისხლძარღვთა სისტემა მათი სუსტი ადგილია. ხშირად აქვთ არტერიული წნევის ცვალებადობა. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მერწყულებმა პროფილაქტიკურ ზომებს უნდა მიმართონ.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიცია ყველაზე მეტად განვითარებული>>

თევზები: თუ ავადმყოფობენ, აუცილებლად უნდა მიიპყრონ ადამიანების ყურადღება, უნდა იკვნესონ და იწუწუნონ. ხშირად აწუხებთ სისხლძარღვები, ამიტომ ავადმყოფობის დროს უნდა მოერიდონ ფიზიკურ დატვირთვებს. ექიმების მითითების შესრულება მაინცდამაინც არ უყვართ. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ხშირად თავიანთ ძალზე განვითარებულ ინტუიციას ენდობიან და ეს შველით კიდეც. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცდილობენ, იმუნიტეტი აიმაღლონ და პროფილაქტიკას მიმართონ – ოღონდ, ამასაც, უმეტეს შემთხვევებში, საკუთარი ინტუიციის კარნახით აკეთებენ.

მთავარი თემები