მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმო კორონავირუსის სავარაუდო პირველწყაროს ასახელებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს ემბლემა
ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმო აქტიურად თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან COVID-19-ის ბუნების დასადგენად, რისთვისაც რამდენიმე საექსპერტო ჯგუფიც შეიქმნა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. დაავადება COVID-19-ის პირველწყარო აქამდე უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის ღამურიდან გადაედო ადამიანს შუალედური რგოლის გავლით, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფადელა ჩაიბმა. 

 ვირუსოლოგიის ლაბორატორია უჰანში  - Sputnik საქართველო
Fox News-მა „ნულოვანი პაციენტი“ დაადგინა: კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან „გამოიქცა“

„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა. ის არ შეუქმნიათ ლაბორატორიებში და არ ჩაუტარებიათ მანიპულაციები. უფრო სარწმუნოდ მიიჩნევა მოსაზრება, რომ მისი რეზერვუარი ღამურებია. თუმცა აუცილებელია დადგინდეს, როგორ გადაეცა ვირუსი ღამურიდან ადამიანს. სრულიად აშკარაა, რომ არსებობს შუალედური ვირუს–მატარებელი, რომელმაც დაავადება ღამურიდან ადამიანზე გადაიტანა“, — განაცხადა ჩაიბმა.

მისი თქმით, ჯანმო აქტიურად თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან COVID-19-ის ბუნების დასადგენად, რისთვისაც რამდენიმე საექსპერტო ჯგუფიც შეიქმნა.

„ამ დროისათვის ჩვენთვის უცნობია ვირუსის წარმომავლობა. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ფაქტებზე და არა თეორიებზე. ჯანმო სამეცნიერო ორგანიზაციაა და, ჩვენი ვარაუდით, ვირუსს ცხოველური წარმოშობა აქვს“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.

ფადელა ჩაიბის თქმით, ახალი ვირუსების 70%-ს ცხოველური ბუნება აქვს, მათ შორის ებოლას, ჭირსა და კორონავირუსს.

კაცობრიობა ამგვარ ცოდნას არ ფლობს: უჰანის ლაბორატორიის დირექტორი ბრალდებებს პასუხობს

აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა მოსაზრება, თითქოს ახალი ტიპის კორონავირუსი ქალაქ უჰანში მდებარე ვირუსული ლაბორატორიიდან „გამოიქცა“ მას შემდეგ, რაც მისი თანამშრომელი დაავადდა. ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, რომლის დაქვემდებრებაშიც შედის აღნიშნული ლაბორატორია, უარყო კორონავირუსზე მუშაობის ფაქტი და განაცხადა, რომ მათი არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა ინფიცირებული.  

 

ყველა ახალი ამბავი
0