Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ფოთში ხვალიდან აგრარული ბაზარი გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliდახურული ბაზარი
დახურული ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. ფოთში აგრარული ბაზარი 22 აპრილიდან  გაიხსნება, ხოლო 27 აპრილიდან - სასაფლაოები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი  ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი მიმდინარე თვის დასაწყისში დროებით  დაიკეტა. აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

გოჩა კურდღელიას განცხადებით,  ბაზარში მუდმივად მოხდება უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.

„ფოთში აგრარული ბაზარი ხვალიდან განაახლებს ფუნქციონირებას, ხოლო სასაფლაოები, 27 აპრილიდან გაიხსნება. მუდმივად მოხდება უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი. ამ დროის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან, რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, ნუ გამოვლენ გარეთ და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა კურდღელიამ.
თბილისის ქუჩებში ველოსიპედითა და მოტოთი გადაადგილდებიან - Sputnik საქართველო
თბილისი მანქანების გარეშე – რას გულისხმობს ქართველი რეჟისორის ახალი ინიციატივა?

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამიჯნული უნდა იყოს ბაზრის შესასვლელ–გამოსასვლელი. ტერიტორიაზე არ უნდა დაიშვებოდნენ 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები. ყველა ავტომობილს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ხილისა და ბოსტნეული გაყიდვა უნდა ხდებოდეს დღეების მონაცვლეობით. მყიდველთა შორის უნდა მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე და ა.შ.

21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 408-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 97, გარდაიცვალა 4. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4816 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571  პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0