Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისი მანქანების გარეშე – რას გულისხმობს ქართველი რეჟისორის ახალი ინიციატივა?

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ქუჩებში ველოსიპედითა და მოტოთი გადაადგილდებიან
თბილისის ქუჩებში ველოსიპედითა და მოტოთი გადაადგილდებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 17 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. როგორც ჩანს, ზოგიერთ ადამიანს მოსწონს თბილისი მანქანების გარეშე, რომელთა გადაადგილებაც ხელისუფლებამ აკრძალა საგანგებო რეჟიმის ფარგლებში 21 აპრილის ჩათვლით პერიოდში. ქართველი რეჟისორი და მსახიობი თორნიკე ბზიავა გამოდის ინიციატივით, რომელიც პანდემიის შემდეგ გზებზე ტრანსპორტის მინიმალური რაოდენობით გადაადგილების დღის დაწესებას გულისხმობს. 

„ამ რამდენიმე დღის მანძილზე, ალბათ, ბევრი ადამიანი დარწმუნდა, თუ რამდენად დიდი ფასი აქვს მანქანების გარეშე თბილისს. მას შემდეგ, რაც ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, ჩვენ ვეცდებით მოვამზადოთ პეტიცია, რომლის მოთხოვნაც იქნება, რომ ადამიანებმა კვირაში ერთი დღე მინიმალური ტრანსპორტის რაოდენობით ისარგებლონ. დაახლოებით ისე, როგორც ახლაა“, – წერს ბზიავა Facebook-გვერდზე. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
ავტომობილით გადაადგილება 21 აპრილის ჩათვლით იკრძალება – მთავრობის განმარტება

რეჟისორის სიტყვებით, ეს დადებით ზეგავლენას მოახდენს როგორც ეკოლოგიაზე, ისე ადამიანების აზროვნებასა და მთლიანობაში ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ბზიავას აზრით, ასეთი ნაბიჯით საქართველო შეიძლება მაგალითი გახდეს მრავალი ქვეყნისთვის.

„ვფიქრობ, ეს იდეა გასააზრებელია“, – აცხადებს ბზიავა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 17 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია. აღნიშნული შეზღუდვა გახანგრძლივდება თუ არა, საკითხი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გავა. საზოგადოებას ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიეწოდება.

მანამდე კი მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები.

ყველა ახალი ამბავი
0