სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

© President of Georgiaსაქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
21 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 408-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას ხელი მოაწერა.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს მთავრობამ დღეს მიმართა.

„იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები, არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ. შესაბამისად, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 74-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტი ხვალ, საგანგებო სხდომაზე უყრის კენჭს. წინასწარ უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერს.

თბილისი - Sputnik საქართველო
ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის ვადა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა

ხელისუფლებამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს გამოაცხადა ერთი თვის ვადით. 10 დღის შემდეგ ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა, 17 აპრილიდან კი სპეციალური ნებართვის გარეშე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება აიკრძალა.  დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ავტომობილების მოძრაობა 27 აპრილიდან აღდგება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. იმ დღიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 408-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0