„ეს მისასალმებელია“ - აბაშიძე რუსეთთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ

© photo: Sputnikთვითმფრინავები თბილისის აეროპორტში
თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თუ რუსეთის მხარე აღადგენს ავიამიმოსვლას საქართველოსთან, ჩვენ ამას მივესალმებით, განაცხადა პირველი არხის ეთერში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის მრგვალი მაგიდის მონაწილეებთან ონლაინ–შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება.

„ავიამიმოსვლის შეწყვეტა რუსეთის მხარის გადაწყვეტილება იყო თავის დროზე. შესაბამისად, თუ რუსეთი შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ადრეც გვითქვამს, რომ ამას მივესალმებით, რადგან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტამ ბევრი პრობლემა შეუქმნა, მათ შორის რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს“, – განაცხადა აბაშიძემ.

მოსკოვმა საქართველოსთან 8 ივნისს პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. ამის მიზეზი გახდა 20 ივნისის მოვლენები, როდესაც საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე გამოჩნდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, კომპარტიის წევრი სერგეი გავრილოვი. იმ დღეს ანტირუსული აქცია გადაიზარდა არეულობაში, ხოლო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ზურაბ აბაშიძემ საქართველოში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის იდეა შეაფასა >>

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლიდან არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველომ აღნიშნული ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0