ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებით

© photo: courtesy of MFA of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი მალე გადაწყდება.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მოსკოვი დაინტერესებულია ქართულ მხარესთან თანამშრომლობის განვითარებაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის მრგვალი მაგიდის მონაწილეებთან ონლაინ–შეხვედრისას. 

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
მარია ზახაროვა: რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს

„მე სრულად ვიზიარებ თქვენ დაინტერესებას იმაში, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა განვავითაროთ და იგი ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხების სასარგებლოდ მაქსიმალურად გავაფართოვოთ. ჩვენ არ ვყოფილვართ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორები... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ მზად ვიქნებით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის, თუმცა, რამდენადაც ჩვენ არ ვყოფილვართ მისი გაწყვეტის ინიციატორი, ალბათ, უნდა დაველოდოთ ქართველი კოლეგები ამ საკითხს როდის დაუბრუნდებიან“, – განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, რუსეთი ასევე მზად არის საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს, თუ მსგავსი წინადადება საქართველოს ხელისუფლებისგან წამოვა.

„სავაჭრო წარმომადგენლობებსაც გარკვეული შეთანხმებები სჭირდება. არ ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ გავხსნით სავაჭრო წარმომადგენლობას, ეს მკვეთრად გაზრდის რაღაც დამატებით უპირატესობებს, მაგრამ თუ შემოგვთავაზებენ, ჩვენ ნამდვილად გავნიხილავთ ამ შესაძლებლობას“, – დასძინა დიპლომატმა. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
როგორ ხედავს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებს

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი გახდება.

მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა გასული წლის 8 ივლისიდან აკრძალა, რუსეთის ტურისტულ ოპერატორებს კი ურჩია, არ მიეყიდათ ტურისტებისთვის საქართველოს საგზურები. მიზეზი გახდა 20 ივნისის მოვლენები, როდესაც საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ მართლმადიდებლობის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოჩნდა. იმავე დღეს საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლიდან არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველომ აღნიშნული ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0