ზურაბ აბაშიძემ საქართველოში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის იდეა შეაფასა

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ არ გამორიცხა, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაუმჯობესებისთვის შესაძლებელი იყოს საქართველოსა და რუსეთში შვეიცარიის საელჩოებში მდებარე ინტერესთა სექციების გამოყენება

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის საქართველოში გახსნა კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს, განაცხადა პირველი არხის ეთერში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის მრგვალი მაგიდის მონაწილეებთან ონლაინ–შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ქართულ მხარესთან თანამშრომლობის განვითარებაში და ასევე მზად არის საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს, თუ მსგავსი წინადადება საქართველოს ხელისუფლებისგან წამოვა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებით

„რაც შეეხება ლავროვის იდეას სავაჭრო წარმომადგენლობების შესახებ, ასეთ ფორმატს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში, სადაც ამ მიმართებით კონკრეტული ხელშესახები შედეგებია მიღწეული ბოლო წლების განმავლობაში“ , – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან მან არ გამორიცხა, რომ ვაჭრობის გაუმჯობესებისთვის შესაძლებელია ორივე ქვეყანაში შვეიცარიის საელჩოებში მდებარე ინტერესთა სექციების გამოყენება.

„იმის გამო, რომ პრაღის ფორმატი წლების განმავლობაში მუშაობს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, იქ შესაბამისი შედეგებიც არის. ჩვენ ვფიქრობთ, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ამ ფორმატის ფარგლებში უნდა მოხდეს ამ საკითხების ანუ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა. ამ პროცესში, თუ იქნება საჭიროება, შესაძლებელია საქართველოს და რუსეთის ინტერესების სექციების ჩართვაც, რომლებიც საქმიანობენ შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში მოსკოვსა და თბილისში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის მოქალაქის პასპორტი - Sputnik საქართველო
რუსეთის მოქალაქეობის მიღება არსებულზე უარის გარეშე გახდა შესაძლებელი

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ორი ქვეყნის დიპლომატების პრაღაში შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა. აბაშიძე და კარასინი განიხილავდნენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი გახდა 2013 წელს ემბარგოს მოხსნა ქართულ საქონელზე. იმ დროიდან სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის წლიდან წლამდე უმჯობესდება.

დღეისათვის რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს შეადგინა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი, ეს ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11,5%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0