კულმუხო – უებარი საშუალება მრავალი დაავადების სამკურნალოდ

CC0 / Pixabay / კულმუხო
კულმუხო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულმუხოს განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ ტუბერკულოზის, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების სხვა ანთებითი დაავადებების, გრიპის, ციებისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს. მცენარე ეფექტურია მწეველებში ქრონიკული ხველებისას

კულმუხო (Inula helenium) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

კულმუხოს უძველესი დროიდან იყენებენ, როგორც სამკურნალო საშულებას. მცენარე კურნავს მრავალ დაავადებას, მის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს მოიპოვებოდა. ძველი ბერძნები და რომაელები კულმუხოს საჭმელშიც იყენებდნენ.

კულმუხო გავრცელებულია საქართველოშიც. მას ფშავში ლუხუმას, აჭარაში ანდუზას, კახეთში კურმუხოს ეძახიან.

ფითრი - Sputnik საქართველო
ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე

სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება კულმუხოს ფესურა და ფესვი.

კულმუხოს ფესვი შეიცავს პოლისაქარიდებს, მათ შორის, 40–44%–მდე ინულინს, ინულენინს, ასევე, ფისს, პექტინებს, ცვილს, ეთერზეთებს, ალკალოიდებს, საპონინებს, ორგანულ მჟავებს, კუმარინებს, ფლავონოიდებს.

კულმუხოს სასარგებლო თვისებები

ხალხურ მედიცინაში კულმუხოს მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ, მათ შორის, ძირითადად, როგორც ამოსახველებელ საშუალებას. აქვს ანთების და მიკრობების საწინააღმდეგო თვისებები. განსაკუთრებით ეფექტურია მცენარე მწეველებში ქრონიკული ხველებისას, ასაკოვან ადამიანებში, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვების ემფიზემის დროს.

კურკუმა და მისი სასარგებლო თვისებები>>

ზოგიერთ კვლევაში აღნიშნავენ, რომ კულმუხო ეფექტურად მკურნალობს ბრონქული ასთმის დროს.

კულმუხოს აქტიურად იყენებენ ტუბერკულოზის, ბრონქიტის, ტრაქეიტისა და ზედა სასუნთქი გზების სხვა ანთებითი დაავადებების დროს. მცენარე გამოიყენება გრიპის, ციებისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს.

ჩია - Sputnik საქართველო
ინდიელების მაგია, ანუ ჩია – ხელს უწყობს წონაში კლებას და თან უაღრესად სასარგებლოა

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მცენარეს აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს. კულმუხო ასევე აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ამის წყალობით მცენარის მიღება საკმაოდ ეფექტურ შედეგს იძლევა წონაში დაკლების მხრივ.

კულმუხოს ფესვი და ფესურა ფართოდ გამოიყენება წყლულოვანი დავადებების, გასტრიტის, გასტროენტერიტისა და სხვა დაავადებების დროს.

ცნობილია კულმუხოს სისხლდენის შეჩერების უნარი. ბევრი აღნიშნავს, რომ მისი გამოყენება სასარგებლოა ტროპიკული წყლულების, ჭრილობების დამუშავებისას, ცალკეულ შემთხვევებში – ეგზემის დროს. ცნობილია, რომ ავიცენა კულმუხოს რეკომენდაციას უწევდა კანის ქავილის, ნეიროდერმიტის დროს.

პრასი და მისი სასარგებლო თვისებები>>

ბულგარეთში კულმუხოს ფესვს (სპირტის ნაყენზე დამზადებულს) გულისცემისა და ეპილეფსიის დროს იყენებდნენ.

წყავი - Sputnik საქართველო
წყავი და მისი სასარგებლო თვისებები

ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში კულმუხო აქტიურად ებრძოდა ყივანახველას, ჭიებს, ის აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.

აჭარაში კულმუხოს თიაქრის სამკურნალოდ იყენებდნენ. ფესვებს წყალში დანაყავდნენ, გაწურავდნენ და ავადმყოფს ასმევდნენ, ხოლო გაცხელებულ ფოთლებს, იმავდროულად, წელზე შემოაფენდნენ. ცეცხლზე შემთბარი, ზოგჯერ კი − მოხარშული ფოთლები იარის სამკურნალოდაც გამოიყენებდა.

ინულინის შემცველობის წყალობით, კულმუხო კარგი საშუალებაა დიაბეტის დროს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება არა მხოლოდ კულმუხოს ფესვები, არამედ ფოთოლი და ყვავილედი. მაგალითად, ტიბეტურ მედიცინაში მცენარის მიწისზედა ნაწილს იყენებენ ანგინის, დიფტერიის, კუჭ–ნაწლავის სხვადასხვა დაავადების დროს. ყვავილედს კი იყენებენ პნევმონიის დროს. ასევე, სხვა მცენარეებთან ერთად ეფექტურად მოქმედებს რევმატიზმის, ათეროსკლეროზი, პოდაგრისას.

ქუნჯუთი, ანუ სეზამი და მისი სასარგებლო თვისებები>>

მონღოლეთში მცენარის ყვავილედს იყენებენ პოლიართრიტის დროს, სურავანდის სამკურნალოდ, თავის ტკივილისას, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას.

კაკაო - Sputnik საქართველო
კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები

მიწისზედა ნაწილის ნაყენი გამოიყენება თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას, შეშუპების, პირის ღრუს ლორწოვანი ანთების, ძირმაგარას, ღია ჭრილობების, წყლულების დროს,

მცენარის თესლი გამოიყენება, როგორც ორგანიზმის გასაძლიერებელი, მატონიზირებელი საშუალება. თესლისა და ფოთლების ნაყენი და ნახარში ანტისტრესული მოქმედებით ხასიათდება, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებისგან (მათ შორის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების).

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კულმუხო იყენებენ გულმკერდის დაზიანებებისას, გვერდების მჩხვლეტი ტკივილისას.

კულმუხოს იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც, როგორც სახის კანის გამწმენდ, მატონიზირებელ, გამაახალგარდევებელ საშუალებას. ასევე გამოიყენება თმისთვის – აძლიერებს თმას და ებრძვის ქერტლს.

შვრია და მისი სასარგებლო თვისებები>>

კულმუხოს ეთერზეთები გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი და ანტისეპტიკური საშუალება შარდმდენი გზების დაავადებების დროს.

კულმუხოს მიღება არარეკომენდებულია

კულმუხო საკმაოდ ალერგიული მცენარეა, ამიტომ მისი გამოყენებისას ეს უნდა გაითვალისწინოთ. არ შეიძლება მისი მიღება თირკმელების დაავადებების, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

კულმუხოს ნაყენისა და ნახარშის დამზადების რამდენიმე რეცეპტი

ფილტვების ანთების დროს: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კულმუხოს ფესვს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და კვლავ დადგით ცეცხლზე ადუღებამდე. დაუმატეთ 100 გრამი ცხელი რძე. მიიღეთ დღეში რამდენჯერმე ნახევარი ან მესამედი ჭიქის ოდენობით დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე კარაქი.

ჯონჯოლი - Sputnik საქართველო
ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები

დიაბეტის დროს: 5 სუფრის კოვზ კულმუხოს დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ წყლის ორთქლზე 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლობიოს ქერქი და კიდევ გააჩერეთ წყლის აბაზანაზე 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ კიდევ 1 ლიტრი ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 3 საათი. გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 5–6–ჯერ 200 გრამის ოდენობით, კვირაში 4–5 დღის განმავლობაში.

თხილი, მისი ნაჭუჭი, ფოთოლი და ქერქი – სასარგებლო თვისებები>>

კულმუხოს ნაყენისთვის აიღეთ ერთნაირი რაოდენობის მცენარის თესლი და 70%–იანი სპირტი. გააჩერეთ 3 კვირა. გადაწურეთ და მიღეთ დღეში სამჯერ 10–15 წვეთის ოდენობით ჭამის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0