Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცამეტი სასულიერო პირი სააღდგომო ლიტურგიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

© Sputnik / STRINGERაღდგომის ღამე ეკლესიაში
აღდგომის ღამე ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გამოჩნდნენ მღვდლები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საეკლესიო რიტუალზე მაღლა აყენებენ.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ცამეტი ქართველი მღვდელმსახური ლიტურგიულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

განცხადება ამის თაობაზე, 16 თეოლოგთან ერთად, მათ სააღდგომო დღესასწაულამდე სამი დღით ადრე გაავრცელეს. მათი მთავარი მოტივია „ადამიანის სიცოცხლის დაცვა უალტერნატივოა“.

წირვა სამებაში კარანტინის დროს - Sputnik საქართველო
მეუფე საბა: დღეს სახლები უნდა ვაქციოთ ეკლესიად

„ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში. ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც სასულიერო პირი ღვთისმსახურებისას ცოცხლებსა და მიცვალებულებს მოიხსენიებს, თითოეული ჩვენგანიც, ისინიც კი, ვინც ღმრთისმსახურებას არ ესწრება, საიდუმლოებრივად თანაზიარი ხდება საღმრთო მადლისა. ნებისმიერი რიტუალი კი სწორედ ამ ჭეშმარიტების მოფრთხილებასა და შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს. უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან, ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სასულიერო პირები და თეოლოგები განმარტავენ, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით, უფალთან მიახლების გზა ადამიანის გულსა და გონებაზე გადის და ქრისტესთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება.

პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
#დარჩი სახლში: ექიმები მრევლს აღდგომის ღამეს სახლში დარჩენას კიდევ ერთხელ სთხოვენ

„ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, თუ რამდენად სარისკოა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სააღდგომო მასობრივი ლიტურგიის ჩატარება, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა აღდგომის ღამეს ღვითისმსახურების ჩატარებაზე.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 370-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 77 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 558 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0