Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მეუფე საბა: დღეს სახლები უნდა ვაქციოთ ეკლესიად

© Sputnik / Viktor Kaminskyწირვა სამებაში კარანტინის დროს
წირვა სამებაში კარანტინის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნდა კი უფალს ასეთი მსხვერპლი – ადამიანის სიკვდილი? ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, ვინც აღდგომის ღამეს ტაძარში წასვლაზე უარს არ იტყვის...

თბილისი, 16 აპრილი – Sputnk. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ყველა მორწმუნეს მოუწოდებს, ამ აღდგომას არ გავიდნენ ქუჩაში და სახლი აქციონ ეკლესიად, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს ბრძოლა კორონავირუსთან - გატარებული ზომების სრული მიმოხილვა>>

საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ დიდი რეზონანსი და საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. აღდგომის ღამეს მორწმუნეები მივლენ ეკლესიაში 21:00 საათამდე და იქ დარჩებიან 06:00 საათამდე, ანუ სანამ კომენდანტის საათი არ ამოიწურება. საზოგადოების ნაწილი ეკლესიის ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. ისინი მორწმუნეებს მოუწოდებენ, წელს აღდგომას სახლში შეხვდნენ, რათა საფრთხის წინაშე არ დააყენონ საკუთარი თავი და სხვები.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
„თუ გინდათ, რომ ქართველი ერი და ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში“ - პაატა იმნაძე

„ამასთან თამაში არ შეიძლება. სახელმწიფო გვეუბნება, რომ ელოდება მეორე ტალღას. ნახეთ, ბოლნისისა და მარნეულის რეგიონები დახურეს. ამიტომ დღევანდელ დღეს სასულიერო პირების მოწოდება უნდა იყოს პირიქით, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სახელმწიფო რეგულაციებს. დღევანდელ დღეს სახლები ვაქციოთ ეკლესიად“, – განაცხადა მეუფე საბამ.

მისი თქმით, თუ დღეს შესაბამისად ვიმოქმედებთ, კორონავირუსის პრობლემის მოგვარებას მალე შევძლებთ. თუმცა, თუ მოსახლეობა ვერ გაითავისებს მთელ პასუხისმგებლობას, პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება და დროში გაჭიანურდება.

მეუფე საბა დარმწუნებულია, რომ პანდემიის პირობებში სასულიერო პირებმა უნდა დაიცვან სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვები და იგივე მოუწოდონ მრევლსაც.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
„ეს არის შეღავათიანი პირობა“ - რა გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქომ აღდგომის დღესასწაულზე

ქართველი სამღვდელოების ნაწილმა უკვე მოუწოდა მორწმუნეებს სახლში დარჩენისკენ. ცნობილია, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ღვთისმსახურება აღდგომის ღამეს მრევლის გარეშე ჩატარდება, ხოლო სააღდგომო წირვა დილის 7 საათზე დაიწყება. ასეთი გადაწყვეტილება ეპარქიაში იმიტომ მიიღეს, რომ ეკლესია და ეკლესიის ეზო ვერ დაიტევს ადამიანებს ისე, რომ დისტანცია იყოს დაცული.

როგორც ცნობილია, დიდ ეკლესიებში მორწმუნეებმა ერთმანეთისგან ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან, ხოლო პატარა ტაძრებში მრევლი ეზოში 1,5 მეტრიანი დისტანციით უნდა განთავსდეს.

ბათუმისა და ლაზეთი ეპარქიამ უკვე მოუწოდა მორწმუნეებს, არ გავიდნენ სასაფლაოებზე. ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ ორშაბათს, 12 საათზე გარდაცვალებულთა სულის მოსახენებელი პანაშვიდი გაიმართება. სამღვდელო პირები მორწმუნეებს სთხოვენ, Facebook-ის ან ტელეფონის მეშვეობით გაუგზავნონ მათ გარდაცვლილი ახლობლების სახელები და მათ პანაშვიდზე მოიხსენიებენ.

საქართველოში სასაფლაოებზე გასვლა 10 დღით აიკრძალება>>

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 336 მოქალაქეს, გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – სამი. კარანტინში იმყოფება 5 ათასი ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 494 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0