Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„თუ გინდათ, რომ ქართველი ერი და ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში“ - პაატა იმნაძე

© Government of Georgiaპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, ქვეყანა უდიდესი საშიშროების წინაშე დგას

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თუ ადამიანები არ დარჩებიან სახლში, საქართველომ იტალიის ბედი შეიძლება გაიზიაროს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე გამოეხმაურა საპატრიარქოს გადაწყვეტილებას აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ახლახან გახდა ცნობილი. ტაძრები არ დაიხურება და კომენდანტის საათის დროს მრევლი ეკლესიებში იქნება თავმოყრილი, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში... ჩემი, როგორც პაატა იმნაძის, ერთი უბრალო ექიმის მოწოდება ყველასადმი, თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, სახლში დარჩით. მეტი გამოსავალი არ არის, თუ გინდათ, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, თუ გინდათ, რომ ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში“, – მოუწოდა პაატა იმნაძემ.
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
„ეს არის შეღავათიანი პირობა“ - რა გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქომ აღდგომის დღესასწაულზე

პაატა იმნაძის თქმით, შექმნილ ვითარებაში მოსახლეობის მხრიდან  შეზღუდვებისა და წესების დაცვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდი შედეგი დადგება.

„ხალხო, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყაროთ ეს ყველაფერი. სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში, ოჯახებში. ასე ჩვენ ცოტა ხანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ ყველამ. ხალხნო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“, – განაცხადა იმნაძემ.

სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ეკლესიები აღდგომის დღესასწაულზე არ დაიხურება - მთავრობის პრეს-სპიკერი

მისივე განმარტებით, დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ განმეორდება იტალია. ამასთან ერთად, ეს არ ეხება მხოლოდ ეკლესიას, ოჯახებშიც ვრცელდება ვირუსი.

ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქომ გადაწყვიტა, მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე. ამასთან ერთად, აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება, განაცხადა ჯაღმაიძემ.

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, გარდაიცვალა 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 463 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0