Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა

გამოწერა
ქალაქ ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებთან ურთიერთობა აეკრძალა.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა, განაცხადა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში Covid-19-ით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა>>

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა – ბოლო 24 საათში კორონავირუსი აქ 19 პირს დაუდასტურდა, მათ შორის არიან სამედიცინო პერსონალის ხუთი წარმომადგენელი, ერთი სასულიერო პირი და ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელი.

სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
რა ხდება ბოლნისში: ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

აღნიშნული საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს, ასევე ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანს მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებთან ურთიერთობა აეკრძალა.

სუბარის განცხადებით, ამ ორი დასახლებული პუნქტის დაკეტვის გადაწყვეტილება უშუალოდ ქალაქ ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამოცხადებული გვაქვს მკაცრ საკარანტინო ზონად, თუმცა, იმის გამო, რომ იქ გავრცელების პატარა კერები იჩენდა თავს, მივიღეთ გადაწყვეტილება და გამოვყავით რამდენიმე ადგილი, რომლებსაც მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ ადგილებთან ურთიერთობა აეკრძალა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ქალაქ ბოლნისთან და სოფელ რაჭისუბანთან დაკავშირებით“, - განაცხადა სუბარმა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

ასევე ცალკე საკარანტინო ზონად გამოცხადდა ქალაქი კაზრეთი და სოფელი ბალიჭები. როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ამ ადგილზე კომპანია „არემჯი“ მუშაობს, თავს იყრის ბევრი ადამიანი და ინფექციის გავრცელების საფრთხე უნდა გამოირიცხოს.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქ ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბნის შესასვლელებსა და გასასვლელებში ხუთი დამატებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო.

მარნეული და ბოლნისი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტები აღმოჩნდა, სადაც კარანტინი გამოცხადდა. ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.

„იტალია არ განმეორდება, იქნება ბევრად უარესი...“ - გიორგი კეკელიძე>>

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 370 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 5035, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ 540 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0