Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა ხდება ბოლნისში: ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამხედროები ბლოკპოსტზე
სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსით მედპერსონალის ხუთი წარმომადგენელი და ერთი სასულიერო პირი, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დაინფიცირდნენ. ბოლო 24 საათში კორონავირუსი აქ 19 პირს დაუდასტურდა.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის ხუთი წარმომადგენელი და ერთი სასულიერო პირი, კერძოდ, ბოლნისის სიონის მოძღვარი დაინფიცირდნენ, განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა>>

ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება თავად ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბნის დაკეტვას შეუდგა, რადგან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა – ბოლო 24 საათში კორონავირუსი აქ 19 პირს დაუდასტურდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
საქართველოში Covid-19-ით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა

რეხვიაშვილის განცხადებით, ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია. სამედიცინო პერსონალის გარდა, ინფიცირებულია მუნიციპალიტეტის თანამშრომელიც, რომელიც ერთ-ერთი ოჯახური კავშირიდანაა. იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„მუნიციპალიტეტის ინფიცირებული თანამშრომელი დიდი ხანია თვითიზოლაციაშია. თითქმის 10 დღეზე მეტია, კავშირზე არ იყო მუნიციპალიტეტთან, მიუხედავად ამისა, კონტაქტებიდან გამომდინარე, ის ხალხიც თვითიზოლაციაშია, ვისთანაც გარკვეული რისკები და მჭიდრო კავშირები შეინიშნებოდა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება სასულიერო პირს, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისის ტაძარში წირვა მრევლის გარეშე აღევლინება, შესაბამისად, მრევლს ინფიცირებულ მღვდელთან კონტაქტი არ ჰქონია.

ინფექციური საავადმყოფოს მიმღები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

„იქ კარანტინის რეჟიმი დიდი ხანია გავრცელებულია და სადაც მოღვაწეობს აღნიშნული სასულიერო პირი, მრევლი არ დადის, წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ხორციელდება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა და კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონტაქტებისგან და დარჩნენ სახლში. 

მისი ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 70, გამოჯანმრთელების ცხრა და გარდაცვალების ერთი ფაქტია დაფიქსირებული.

მარნეული და ბოლნისი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტები აღმოჩნდა, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კარანტინი გამოცხადდა. ამ დროისათვის საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.

დეკანოზი: როდესაც ადამიანები იხოცებიან, რომელი ეკლესიის ავტორიტეტზე შეიძლება ვილაპარაკოთ>>

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 370 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 5035, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ 540 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0