Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში პირბადეებს ცხრა საწარმოში კერავენ

გამოწერა
ერთ მილიონამდე პირბადე უკვე გადაეცა ქვეყნის ოთხ მსხვილ ფარმაცევტულ ქსელს, რომლებიც აფთიაქებში  სუბსიდირებულ ფასში – 50 თეთრად იყიდება

 

თბილისი,  17 აპრილი  — Sputnik.  ამ დროისთვის საქართველოს საწარმოებში მრავალჯერადი გამოყენების 1,75 მილიონი პირბადეა შეკერილი, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 

საქართველოში 17 აპრილიდან პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო გახდა.  კანონდარღვევის შემთხვევაში იურიდიულ პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ მოთხოვნის შესრულებაზე, 15 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. 

პირბადე - Sputnik საქართველო
ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს ოთხი მილიონი პირბადე აჩუქა

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა – ეკონომიკის სამინისტრომ სხვა სამთავრობო უწყებებთან და კერძო სექტორთან ერთად, რეკორდულად მოკლე პერიოდში შეძლო 12–შრიანი პირბადეების წარმოების ორგანიზება.

დღეს დოლბანდისგან პირბადეებს ცხრა საწარმო კერავს. ერთ მილიონამდე პირბადე უკვე გადაეცა ქვეყნის ოთხ მსხვილ ფარმაცევტულ ქსელს, რომლებიც აფთიაქებში  სუბსიდირებულ ფასში – 50 თეთრად იყიდება, მაშინ როდესაც პროდუქციის თვითღირებულება ორჯერ მეტია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა პირბადეების ნიმუშების ტესტირება 13 მარტს ჩაატარა და დაასკვნა, რომ ისინი აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს და შესაძლებელია  მრავალჯერადად მათი გამოყენება.

ასევე ხუთშაბათს, 16 აპრილს, ცნობილი გახდა ერთჯერადი პირბადეების წარმოების დაწყების შესახებ.  კომპანია „რესპირატორი“  დღე-ღამეში უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200–250 ათასი სამედიცინო პირბადის წარმოებას გეგმავს. პირბადეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ სერტიფიცირებული იქნება. 

ექიმები საველე ჰოსპიტალში - Sputnik საქართველო
გერმანიამ საქართველოს პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი აჩუქა

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“კომპანიისგან ოთხ მილიონ სამედიცინო პირბადეს შეიძენს. პირბადეებს  სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემენ, რომელიც მათ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წინა ხაზზე მყოფ მედპერსონალს გადასცემს.

საქართველოში შეკერილი პირბადეები მოსახლეობის გარკვეული ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა. ვიღაც უკმაყოფილოა უბრალო დიზაინით, ვიღაც ხარისხით. გაჟღერდა ვერსიები მათი წარმოების კორუფციული ინტერესების შესახებ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ცრუ ინფორმაცია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მათთან არაოფიციალურად აფილირებული მასმედიის მხრიდან ვრცელდება.

საქართველოს პირბადეების წარმოებისთვის უმაღლესი ხარისხის მარლა აზერბაიჯანიდან შემოაქვს, რომელსაც მეზობელი რესპუბლიკა საკუთარ საწარმოში სპეციალურად საქართველოსთვის ამზადებს. გარდა ამისა, საქართველო მარლას უზბეკეთიდანაც შეისყიდის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 370–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 79, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 5 ათასზე მეტი ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 540.

ყველა ახალი ამბავი
0